საზოგადოება

დევნილების გამოსახლება გადაიდო

17 იანვარი, 2011 • • 1030
დევნილების გამოსახლება გადაიდო

დევნილების გამოსახლება რამდენიმე დღით გადაიდო, – ამის შესახებ ნეტგაზეთს საქართველოს სახალხო დამცველის პრესსამსახურში განუცხადეს.

პრესამსახურის ხელმძღვანელის ნინო ერემაშვილის თქმით, ამის შესახებ სახალხო დამცველის ოფისს გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატიდან აცნობეს. მისივე განმართტებით, კომისარიატი არ აკონკრეტებს, თუ რამდენი დღით გადაიდო გამოსახლება.

,,წერლი მოგვწერეს, რომელშიც ეწერა, რომ რამდენიმე დღით გადაიდო გამოსახლება, სხვა არაფერი ვიცით’’, – ამბობს ერემაშვილი.

რამდენ დღეში გამოასახლებენ დევნილებს თბილისში არსებული 25 ობიექტიდან, ზუსტ თარიღს ვერც ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში ასახელებენ. მათ ნეტგაზეთს მოგვიანებით დაკავშირება სთხოვეს.

დევნილების გამოსახლება თავდაპირველად გასული წლის დეკემბერში იგეგმებოდა, მაშინ ეს პროცესი დევნილთა თხოვნით გადაიდო. მოგვიანებით გამოსახლების თარიღად მიმდინარე წლის 15 იანვარი დასახელდა. საცხოვრებელი ფართებიდან მოსალოდნელ გამოსახლებას დევნილები აქციებით აპროტესტებენ.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი