საზოგადოება

2011 წლის ჯონ სმითის სახელობის პროგრამა

6 დეკემბერი, 2010 • 1339
2011 წლის ჯონ სმითის სახელობის პროგრამა

2011 წლის ჯონ სმითის სახელობის პროგრამა

ჯონ სმითის სახელობის მემორიალური ფონდი აცხადებს კონკურსს 2011 წლის ჯონ სმითის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად.

 კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ – პოლიტიკურ მოღვაწეებს, ადგილობრივ სახელისუფლებო ორგანოებში დასაქმებულ პირებს, ხელოვნებისა და მედიის დარგში ექსპერტებს, იურისტებს, სამოქალაქო საზოგადოებრივ, არასამთავრობო ორგანიზაციებში  და ბიზნესში მოღვაწე პროფესიონალებს.

 ,,იდეალური” კანდიდატის ასაკია 25-40 წელი. მას უნდა ჰქონდეს გამოცდილება მართვის სფეროში და კარგად ფლობდეს (ზეპირ და წერით) ინგლისურ ენას.

 პროგრამის გამარჯვებულები 2011 წლის ივნისში გაივლიან ოთხკვირიან პროგრამას დიდ ბრიტანეთში, რაც მოიცავს: 

  •  2– კვირიან ინტენსიურ სემინარებს.
  •  8– დღიან ინდივიდუალურ სტაჟირებას – კანდიდატის გამოცდილებისა და ინტერესის შესაბამისად.
  •   გაცნობითი ხასიათის ვიზიტებს ბრიტანულ დაწესებულებებში და სხვადასხვა საქმიან შეხვედრებს ლონდონში.

განაცხადის შეტანის ბოლო ვადაა 2010 წლის 31 დეკემბერი. შევსებული სააპლიკაციო ფორმა და შეკითხვები უნდა გაიგზავნოს შემდეგ მისამართზე:applications@johnsmithtrust.org

პროგრამის შესახებ დაწვრილებითი ინფორმაცია გთხოვთ იხილოთ შემდეგ ვებ გვერდებზე:
http://www.johnsmithmemorialtrust.org/web/site/Programme/how_to_apply.asp   

http://www.britishcouncil.org/ge-education-scholarship-john-smith-fellowship.htm

 

მასალების გადაბეჭდვის წესი