საზოგადოება

აქცია დექსუსის ოფისთან

3 დეკემბერი, 2010 • • 1039
აქცია დექსუსის ოფისთან

გუშინ დექსუსის ოფისთან ასამდე ადამიანი შეიკრიბა. ისინი დექსუსის მიერ შემოთავაზებულ ახალ ხელშეკრულებას აპროტესტებდნენ. საინიაციტივო ჯგუფმა, რომელიც დექსუსის ახალი ხელშეკრულებით უკმაყოფილო ადამიანთა რამდენიმეკაციან ჯგუფს წარმოადგენს, განცხადება შეიმუშავა. 

6 –პუნქტიან განცხადებაში ის კითხვებია, რომლებზეც დექსუსის კლიენტებს წერილობითი პასუხის მიღება სურთ.

განცხადებას ხელი 77–მა ადამიანმა მოაწერა და იმავე დღეს შეიტანა დექსუსის ოფისში.

დექსუსი ის კომპანიაა, რომელიც ცენტრ პოინტის მშენებარე ბინების მემკვიდრე სექტემბერში გახდა. დექსუსის ინიციატივით, ცენტრ პოინტის კლიენტებმა უნდა გააუქმონ ძველი  და დადონ ახალი ხელშეკრულება, რომელიც კლიენტებს დამატებით ვალდებულებებს აკისრებს. მათ შორის, დღგ–ს გადახდას, მათთვისაც კი, ვისაც ბინის თანხა, რომელიც ჯერ არ აშენებულა, სრულად აქვთ დაფარული.

აქციაზე, რომელიც ხუთშაბათს გაიმართა, ხალხი ნეტგაზეთზე გამოქვეყნებული სტატიებით იყო მისული. 

ისინი ცდილობდნენ დექსუსის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას. ათამდე მოქალაქე გაყიდვების მენეჯერთან შევიდა, სადაც მათ კიდევ ერთელ განუმარტეს, თუ რას ემსახურება ახალი ხელშეკრულება და რატომ არის მნიშნელოვანი მათთვის მასზე ხელის მოწერა.

როგორც აქციის მონაწილეები ნეტგაზეთთან საუბარში ამბობდნენ, მათ უთხრეს, რომ თუ ახალ ხელშეკრულებას ხელს არ მოაწერენ, მათ ბინას ვერ გადაუფორმებენ.

 

ამავე თემაზე:

შენი,სხვისი სახლი

 

მასალების გადაბეჭდვის წესი