საზოგადოება

სკოლის დირექტორი ზეწოლაზე საუბრობს

10 ნოემბერი, 2010 • • 1448
სკოლის დირექტორი ზეწოლაზე საუბრობს

ნეთგაზეთთან საბრისას, #149 საჯარო სკოლის დირექტორმა, მაია გიორგაძემ განაცხადა, რომ დღეს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში იყო დაბარებული მოსწავლეების გუშინდელ აქციასთან დაკავშირებით. ვის შეხვდა გიორგაძე სამინისტროში და რა საკითხებზე ისაუბრეს მათ? –  ეს შეკითხვები ნეტგაზეთმა 149-ე საჯარო სკოლის დირექტორს დაუსვა.

ქალატონო მაია, იყავით დღეს  სამინისტროში?

კი, ვიყავი.

გავრცელებული ინფორმაციით, დღეს დირექტორებს, რომლებიც სამინისტროში იყვნენ, თან ქონდათ მოსწავლეებისა და მშობლების ახსნა-განმარტებითი განცხადებები, თუ რატომ გააცდინეს მოსწავლეებმა გუშინ სკოლა. თქვენ რა დოკუმენტაცია მიიტანეთ სამინისტროში?

მე მივიტანე ჟურნალის გვერდების ასლი, სადაც დაფიქსირებული მქონდა, ვინ ესწრებოდა გაკვეთილებს და ვინ – არა. ვინც არ ესწრებოდა, ამაზე იმავე დღეს იყო დამრიგებლისგან რეაგირება. შევამოწმეთ, რომ ბავშვები ნამდვილად იყვნენ სახლში, ყოველ შემთხვევაში, სადაც იყვნენ და როგორც იყვნენ, მშობლებმა იცოდნენ. ამიტომ მოვითხოვეთ მშობლებისგან ახსნა-განმარტება, ამას ოფიციალური სახე რომ ჰქონოდა და სამინისტროში წავიღე. 

სამინისტროში პირადად ვის შეხვდით?

გენინსპექციას.

ირაკლი ანდრიაშვილს, სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსს?

დიახ.

მოგთხოვათ მან, რომ ხელი მოგეწერათ განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, თქვენ დატოვებდით თანამდებობას?

იცით, რა იყო? – ასეთი რაღაც, რახან მოსწავლეებმა აქციაში მონაწილეობა მიიღეს, ასეთი დირექტორები არ უნდა მუშაობდნენ თანამდებობაზეო.

სხვა რომელი სკოლების დირექტორები იყვნენ?

არ ვიცი, მე მარტო შევედი.

კიდევ თუ დაგიბარეს?

არა.

ანუ, თქვენ უარი თქვით თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადებაზე ხელის მოწერაზე? მათი მხრიდან რაიმე დაძალება ან კამათი ამის თაობაზე არ ყოფილა?

იცით, ახლა გენინსპექცია როგორ მოიქცევა, ამაზე ყველამ თავად უნდა გააკეთოს დასკვნა.

რას გულისხმობთ?

რა ვიცი, შემდეგი ქმედებები რა იქნება, ვნახავთ,  გამოჩნდება.

დღეს რა იყო, ამაზე გეკითხებით?

დღეს იყო ის, რომ მე ვამტკიცებდი და მივიტანე დოკუმენტები, რომ ჩემი მოსწავლეები არ ყოფილან აქციაზე.

თუ დაიჯერეს მათ ეს?

არა, არ დაიჯერეს.

თუ არ დაგიჯერეს, მაშინ არ მოგთხოვეს, რომ დაგეტოვებინათ თანამდებობა?

კი, მითხრეს, მაგრამ მე უბრალოდ ჩემს პოზიციაზე ვარ.

ამას, თქვენი აზრით, არ მოყვება გაგრძელება?

ალბათ, ვნახოთ…

ქალბატონო მაია, თქვენ გუშინაც იყავით სამინისტროში და დღესაც, რატომ მიხვედით?

გუშინ შეუძლოდ გავხდი და გამოვედი. დამირეკეს და დამიბარეს.

რისთვის გიბარებდნენ?  რა გითხრეს?

რას ფიქრობ? რა გადაწყვეტილებას ღებულობ, მოსწავლეები რომ იყვნენ აქციაზე წასული? და მე ვუმტკიცებ, რომ არ იყვნენ, მაინც არ იშლიდნენ და მეკითხებოდნენ, რა გადაწყვეტილებას ღებულობო?

მასალების გადაბეჭდვის წესი