საზოგადოება

განმარტება 1

17 სექტემბერი, 2010 • 1740
განმარტება 1

დაბ19.4-11: ვიდრე დასაძინებლად დაწვებოდნენ, გარს შემოადგნენ სახლს ქალაქის მკვიდრნი,სოდომელი კაცები – ჭაბუკი თუ მოხუცი, მთელი ხალხი მოადგა ყოველის მხრიდან. დაუძახეს ლოტს და უთხრეს: სად არიან ის კაცები, წუხელ რომ გესტუმრნენ? გამოიყვანე ჩვენთან, უნდა შევიცნოთ. გამოვიდა მათთან ლოტი კარის ზღურბლზე და გამოიხურა კარი. უთხრა: ნუ იზამთ ბოროტებას, ძმებო! აჰა, ორი ქალიშვილი მყავს, რომელთაც მამაკაცი არ იციან; მათ გამოგიყვანთ და უყავით, რაც გენებოთ. ოღონდ იმ კაცებს არაფერი ავნოთ, რადგან ჩემს ჭერქვეშ არიან შემოსულნი. უთხრეს: მოშორდი აქედან! კვლავ უთხრეს: მარტოხელა კაცი მდგმურად მოსულხარ აქ და უკვე სამართალს სჯი? “; ლევ 18. 22: „არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წოლით. ეს სისაძაგლეა“; იგივე 20.13: ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი“; რომ 1.26-27: „ ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან მათმა ქალებმაც კი ბუნებრივი წესი არაბუნებითით შეცვალეს. ასევე კაცებმაც მიატოვეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამაკაცი მამაკაცთან სჩადიოდა სასირცხვოს და მიიღეს თავიანთი ცთუნების საკადრისი საზღაური“;

მასალების გადაბეჭდვის წესი