საზოგადოება

მრევლი ჰომოსექსუალებს ეძებს

26 აგვისტო, 2010 • 1770
მრევლი ჰომოსექსუალებს ეძებს

 მართლმადიდებელი მრევლის აქცია ბათუმის ახალ ბულვარში მდებარე „ბამბა რუმთან” დასრულდა.  მრევლი სამღვდელოებასთან ერთად, რომელიც მეორე დღეა ბათუმში ჰომოსექსუალებს ეძებს, დაიშალა.  „ბამბა რუმის”-ის დირექტორს კი იმის გაგება უნდა,  რატომ შეარჩიეს აქციის მონაწილეებმა მაინცდამაინც ეს კლუბი და არა სხვა.

ინფორმაცია,  რომ ბათუმის ახალ ბულვარში გეი აღლუმი მიმდინარეობს, მობილური ქსელის საშუალებით,  ბათუმში საღამოს 9 საათისთვის  გავრცელდა.  ადამიანები ერთმანეთს ურეკავდნენ და ეუბნებოდნენ, რომ აღლუმი, რომელზეც ბოლო რამდენიმე კვირაა საუბარი არ წყდება,  დაიწყო.

ბათუმის ახალი ბულვარის გასწვრივ საავტომობილო გზაა, რომელიც სამართალდამცავებს ამ დროისათვის გადაკეტილი ჰქონდათ. ზოგიერთმა სამართალდამცავმა ნეტგაზეთს უთხრა, რომ ჰომოსექსუალების აღლუმი მიმდინარეობს.

კლუბ „ბამბა რუმთან” მართლმადიდებელი მრევლი და სამღვდელოება იყო შეკრებილი. აღლუმი არ გამართულა.  სასულიერო პირებმა ჰომოსექსუალები ვერც კლუბში იპოვნეს, სადაც საგანგებოდ შევიდნენ და დაათვალიერეს.  აქცია ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის მისვლის და დისკუსიის შემდეგ დასრულდა.

”ჩვენ მათ (ჰომოსექსუალებს) გამოვრეკავთ ყველა დაწესებულებიდან” – ასე მიმართა მრევლს მღვდელმა თეიმურაზმა – თითო ოროლა  ჩვენ ოჯახშიც გვყავს ასეთი საქციელის, მაგრამ ჩვენი მოვალეობაა, ეს არ გადაიქცეს  წესად”.
„ეკლესიიდან წამოსულმა პროტესტმა გამოიღო ის, რომ ეს აღარ მოხდება. ეს იყო დაგეგმილი, თუ  არ იყო დაგეგმილი, ეს ღმერთმა იცის” – თქვა მღვდელმა მარკოზმა.

 

ამავე თემაზე:

ლოცვა გეი აღლუმის წინააღმდეგ

ბათუმის მერია გეი აღლუმის ჩატარების წინააღმდეგია

მართლმადიდებელი მრევლის აქცია ბათუმში

ბათუმში მართლმადიდებელი მრევლი აქციას მართავს

მიქაელ ბოტკოველის კომენტარი გეი აღლუმზე

ბათუმი ლოცვით, წვიმით და გეი აღლუმის გარეშე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი