საზოგადოება

აწყურში ხანძრის მხოლოდ წვრილი კერებია დარჩენილი

9 აგვისტო, 2010 • • 1422
აწყურში ხანძრის მხოლოდ წვრილი კერებია  დარჩენილი

ამჟამად აწყურთან იმყოფება დათო კახიშვილი, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის უფროსი. კახიშვილი ცეცხლის კერასთან ნახევარი საათით ადრე იმყოფებოდა.

”მდგომარეობა წინა დღეებთან შედარებით უკეთესია. ამჟამად დარჩენილია ხანძრის წვრილ-წვრილი კერები და მიმდინარეობს ლოკალიზება”, – აცხადებს კახიშვილი.

ხანძარი აწყურის სოფელ კრიოხის უბანთან გაჩნდა. კერა მოსახლეობის საცხოვრებელი ადგილიდან დაახლოებით ორი კილომეტრის მოშორებითაა, ამიტომ, კახიშვილის თქმით, მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

ხანძრის ლოკალიზებას, სატყეო სამსახურთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს სახანძრო და სამაშველო სამსახურები აწარმოებენ.

ხანძრის გავრცელების ზუსტი ფართობი ჯერ უცნობია. კახიშვილი ასევე ვერ აზუსტებს ხანძრის ლოკალიზების დროს. გამომწვევ მიზეზებზე მუშაობა ამჟამად მიმდინარეობს. ასევე უცნობია ის ზარალი, რომელიც ხანძარმა მოიტანა.

მასალების გადაბეჭდვის წესი