საზოგადოება

მძღოლების საყურადღებოდ

2 აგვისტო, 2010 • 1946
მძღოლების საყურადღებოდ

ნასვამ მდგომარეობაში ავტომანქანის მართვის შემთხვევაში, მძღოლი 200 ლარით დაჯარიმდება, 50 ლარით დაჯარიმდება ღერძულა ხაზის გადაკვეთისთვის, 40 ლარით _ ღვედის გამოუყენებლობისთვის, ესკორტისთვის ხელის შეშლის შემთხვევაში მძღოლს მართვის უფლება ერთი წლით ჩამოერთმევა.  კანონი პირველი აგვისტოდან ამოქმედდება. 

ჯარიმები თითქმის ყველა სახის დარღვევაზე გაიზარდა, მაგალითად, იმ სატრანსპორტო საშუალების მართვის შემთხვევაში, რომელშიც თვითნებურად არის გადაკეთებული საწვავის ავზი, ძარა, ან დაყენებულია ბუნებრივი აირის სისტემა, ან სხვაგვარადაა შეცვლილი სატრანსპორტო საშუალების კონსტრუქცია, მძღოლი 100 ლარით დაჯარიმდება.  

ადამიანს, რომელსაც არ აქვს იმ კატეგორიის მართვის მოწმობა, რომელ სატრანსპორტო საშუალებასაც მართავს, ის ბიუჯეტში 200 ლარს გადაიხდის. 

იმ ტრანსპორტის შეფერხება, რომელზეც ჩართულია სპეციალური სიგნალები ან რომელიც ახორციელებს ესკორტს ან რომლებსაც მიაცილებენ, გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ქვეყნის მოქალაქეობის არმქონე პირი კი 500 ლარით დაჯარიმდება. განსაზღვრულ ვადაში ჯარიმის გადაუხდელობისთვის მძღოლს მართვის უფლება ჩამოერთმევა 2 წლით.  სატრანსპორტო საშუალების მართვა სახელმწიფო სანომრე ნიშნის გარეშე, გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით.

სამართალდარღვევა, რომელსაც მოყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევას 1 წლის ვადით.  დადგენილება მართვის უფლების ჩამორთმევის შესახებ შეიძლება გაუქმდეს და მძღოლს დაუბრუნდეს მართვის მოწმობა, თუ იგი მართვის უფლების ჩამორთმევის ვადის გასვლამდე გადაიხდის ჯარიმის გადაუხდელობისთვის დაკისრებულ საურავს და დამატებით 1000 ლარს, თუ სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ჩამორთმეულია 1 წლის ვადით. თუ მართვის უფლება ჩამორთმეულია 2 წლის ვადით _ მძღოლმა დამატებით 1500 ლარი უნდა გადაიხადოს მართვის მოწმობის დასაბრუნებლად. 

სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში დაჯარიმდება 200 ლარით (აქამდე ეს ჯარიმა 150 ლარს ითვალისწინებდა). სატრანსპორტო საშუალების სამართავად გადაცემა მთვრალ მდგომარეობაში მყოფი პირისათვის 250 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

როცა მძღოლს არა აქვს სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება ან ეს უფლება ჩამორთმეული აქვს სხვა დარღვევებისთვის, მაშინ მესაკუთრე დაჯარიმდება 500 ლარით.

თუ ერთი წლის განმავლობაში განმეორებით დაფიქსირდება მთვრალ მდგომარეობაში მართვის ფაქტი, ჯარიმა იზრდება 700 ლარამდე, შეიძლება 90 დღით დაგაპატიმრონ კიდეც.

თუ საკუთარ მანქანას სამართავად გადასცემ ადამიანს, რომელიც ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაშია, მართვის უფლებას 3 წლით ჩამოგართმევენ. ამ შემთხვევაში სხვა ქვეყნის მოქალაქე 500 ლარით დაჯარიმდება. 

სამართალდარღვევები, რომლებსაც მოჰყვა სატრანსპორტო საშუალების, ტვირთის, გზის, საგზაო თუ სხვა ნაგებობის, აგრეთვე, სხვა ქონების ან ადამიანის სხეულის მსუბუქი დაზიანება, _ გამოიწვევს მართვის უფლების ჩამორთმევას 3 წლის ვადით, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი უცხოელი მოქალაქისა და მოქალაქეობის არმქონე  პირი დაჯარიმდება 1000 ლარით. წლის განმავლობაში ამ სამართალდარღვევას თუ გაიმეორებ, 1500 ლარით დაჯარიმდები ან 90 დღით დაგაპატიმრებენ.

სამართალდარღვევის ჩადენისას, დამრღვევის მიერ ზიანის ნებაყოფლობით ანაზღაურების შემთხვევაში, თუ დაზარალებულმა არ გაასაჩივრა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება, საქმის განმხილველ ორგანოს შეუძლია სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების ჩამორთმევა შეცვალოს ჯარიმით, 1000 ლარის ოდენობით.

სატრანსპორტო საშუალების მართვისას ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის დასადგენად შემოწმებისთვის თავის არიდების შემთხვევაში, მართვის უფლება ჩამოგერთმევათ 3 წლის ვადით.

მასალების გადაბეჭდვის წესი