საზოგადოება

25 თებერვალი, 23 აგვისტო

22 ივლისი, 2010 • 2638
25 თებერვალი, 23 აგვისტო

25 თებერვალი საბჭოთა ოკუპაციის, ხოლო 23 აგვისტო ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსენების დღედ გამოცხადდა.

საქართველოს პარლამენტის მიერ 21 ივლისის დადგენილების მიხედვით, ყოველი წლის 25 თებერვალს სახელმწიფო 21 თებერვლის საბჭოთა ოკუპაციის მსხვერპლთა ხსენების პატივსაცემად ღონისძიებებს გამართავს. ყველა სახელმწიფო შენობაზე სახელმწიფო დროშები იქნება დაშვებული და საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლებს წუთიერი დუმილით მოიხსენიებენ.

23 აგვისტო 1939 წელს მოლოტოვი–რიბენტროპის პაქტის ხელმოწერის დღეა. პაქტის მიხედვით, გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა აღმოსავლეთ ევროპა გადაინაწილეს. საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიხედვით, საქართველო 23 აგვისტოს ტოტალიტარული რეჟიმის მსხვერპლთა ხსენების დღეს აღნიშნავს.

საქართველოს საგარეო კომიტეტის თავმჯდომარის, აკაკი მინაშვილის თქმით, ორივე თარიღი ერთმანეთთან ისტორიულ კავშირშია. მინაშვილი იმედოვნებს, რომ საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმი ქვეყანაში არღარასოდეს განმეორდება.

საბჭოთა ოკუპაციის დღედ 28 ივნისი სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ–მოლდოვამაც გამოცხადა.

რუსული მხარე უკვე ეხმაურება საქართველოს გადაწყვეტილებას. რუსი პოლიტიკური ექსპერტის, ფეოდორ ლუკიანოვის თქმით, რუსეთ–საქართველოს ურთიერთობების გაფუჭება შეუძლებელია, რადგან ისინი აღარ არსებობენ.

საქართველოს პარლამენტის დადგენილების მიხედვითვე, უნდა გაგრძელდეს ტოტალიტარული მემკვიდრეობის შესწავლა; გაიზარდოს საზოგადოების ინფორმირებულობა ამ საკითხის შესახებ; უნდა შემუშავდეს ახალი და სრულყოფილი გახდეს არსებული სასწავლო სახემძღვანელოები, პროგრამები და ღონისძიებები ტოტალიტარიზმის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი