საზოგადოება

სააკაშვილი ამბობს, რომ სიღარიბემ იკლო

14 ივლისი, 2010 • • 1108
სააკაშვილი ამბობს, რომ სიღარიბემ იკლო

საქართველოს პრეზიდენტმა გუბერნატორებთან და გამგებლებთან შეხვერის მსვლელობის დროს აღნიშნა, რომ ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებელმა 51 %–იდან 22 % –მდე იკლო. პრეზიდენტი თვლის, რომ დღევანდელი მაჩვენებელი ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების დამსახურებაა. „ბევრი ადამიანი გადაარჩინა ამ პროგრამებმა“, – გაანცხადა პრეზიდენტმა. „სამწუხაროდ, ადამიანების ეს დარჩენილი პროცენტი ქრონიკულად ღარიბად ითვლება და ჩვენ ყველანი უნდა ვმუშაობდეთ იმისთვის, რომ ეს აღმოიფხვრას“.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, იმიტომ იზრდება ქვეყანში განათლების სფეროს დაფინანსება, რომ დასაქმების პერსპექტივას ზრდის, რაც, შესაბამისად, სიღარიბის პრობლემას აღმოფხვრის.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემების მიხედვით, 2004 წელს ქვეყანაში სიღარიბის დონე 24.6 % იყო. ამავე დეპარტამენტის მონაცემებით, 2004 წლიდან მოყოლებული 2009 წლამდე სიღარიბის კლების მაჩვენებელი მხოლოდ 3%-ია.

მასალების გადაბეჭდვის წესი