საზოგადოება

პოპულარული სახელები

13 ივლისი, 2010 • 1255
პოპულარული სახელები

იუსტიციის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს საინფორმაციო-ანალიტიკური სამმართველოს ინფორმაციით, რომელიც სამოქალაქო რეესტრის მონაცემთა ერთიან ბაზას ეყრდნობა, 2010 წლის 6 თვის სტატისტიკის მიხედვით საქართველოში  ახალშობილებს ყველაზე ხშირად ნიკოლოზს და მარიამს არქმევენ.

ამ დრომდე ახალშობილ ვაჟებს შორის პირველობას მუდმივად სახელი გიორგი ინარჩუნებდა.  ვაჟების პოპულარული სახელებია: ნიკოლოზი-1812 (მათ შორის, ნიკოლოზ, ნიკა), გიორგი-1704, ლუკა-1256, საბა-1147, დავით-691, ანდრია-422, ალექსანდრე-352, სანდრო-296 და სხვა. რაც შეეხება ახალშობილი გოგონების სახელებს, ამ მხრივ პირველობას ინარჩუნებს სახელი მარიამი-2148, ასევე პოპულარულია: ნინო 1477, ანა-903 (მათ შორის ანანო), ელენე-835, ლიზი-802, ანასტასია-736, ბარბარე-499, და სხვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი