საზოგადოება

ირანი შეტევისთვის ემზადება?

12 ივლისი, 2010 • 1347
ირანი შეტევისთვის ემზადება?

ირანის ისლამური რევოლუციის კორპუსის წევრმა, რეზა კაჰლილმა,  რომელიც აშშ–ს საიდუმლო სამსახურში მსახურობს, პარასკევს,  ახლოაღმოსავლეთის პოლიტიკის ვაშინგტონის უნივერსიტეტში გამართულ პრესკონფერენციაზე,  ირანის პოლიტიკური და სტრატეგიული გეგმები გააამხილა.

 რეზა კაჰლილმა (ეს მისი ფსევდონიმია) განაცხადა, რომ ირანი ისრაელს , ევროპასა და სპარსეთის ყურის ქვეყნებზე სერიოზული შეტევისთვის ემზადება. მან პრესკონფერენციაზე მოუწოდა თეირანის რეჟიმს გამაფრთხილებელი დარტყმა მიაყენონ, თუმცა ირანის მოსახლეობასა და ქვეყნის ინფრასტრუქტურას არ უნდა შეეხონ. 

რეზა კაჰლილმა  ობამას ადმინისტრაცია თეირანის რეჟიმის მიმართ გულუბრიყვილო ქმედებებში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ ირანული რეჟიმი ობამას ქმედებებს, როგორც სუსტს, ისე უყურებს. ირანის მოსახლეობა კი, მიის თქმით, ობამას ქმედებაში მათდამი ღალატს ხედავს.

იხილეთ რეზა კაჰლილის გამოსვლის ჩანაწერი ინგლისურ ენაზე.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი