საზოგადოება

დათვები საქართველოდან ჰოლანდიაში

10 ივნისი, 2010 • 3096
დათვები საქართველოდან ჰოლანდიაში

დათვები ძველ გალიაში რუსთავის ზოოპარკში. დათვების ყოფილი მფლობელი მარჯვნივ დგას, მას ახლავს გადამღები ჯგუფი, რომლებიც მთელ პროცესს ორი დღის განმავლობაში აღბეჭდავდნენ, თუ როგორ მოხდა დათვების გადაყვანა ზოოპარკიდან თბილისის აეროპორტში;

2007 წლის 29 აპრილის ადრიანი დილაა; დათვები სპეციალურ ყუთში იმყოფებიან, რათა შემდეგ ისინი ანტონოვის საბარგო თვითმფრინავის ჩარტერული რეისით ჰოლანდიაში გადაიყვანონ. დათვები ცოტას ნერვიულობენ, ალბათ, ფიქრობენ „რა ხდება“? ყველაფერი მზადაა მათ ჰოლანდიაში გადასაყვანად.

7 საათის შემდეგ ისინი სამხრეთ ჰოლანდიის მაასტრიხტის (Maastricht Airport) აეროპორტში ჩავიდნენ. ისინი თავს კარგად გრძნობენ და ფრენის დროს ცოტა  წაიძინეს კიდეც!

ორი საათის მგზავრობის შემდეგ ისინი დათვების თავშესაფარში, ე.წ. დათვების ტყეში აღმოჩნდნენ, რომელიც რენენში (ჰოლანდია) მდებარეობს და უვეჰანდის ზოოპარკის ნაწილია. პრესის უამრავი წარმომადგნელი მოვიდა, რათა პროცესი ენახათ. დათვები სპეციალურ კარანტინში გადაიყვანეს, სადაც ისინი, სულ მცირე, ექვსი კვირის განმავლობაში რჩებიან ხოლმე. უვეჰანდის ზოოპარკის ვეტერინარი სინჯავს დათვებს  ექვსი თვის განმავლობაში- ამოწმებს მათ კბილებს და ხდება დათვების კასტრაცია. ჩვენ ყველა მამალი დათვის კასტრაციას ვახდენთ, რადგან არ გვინდა,რომ მათ ბელები გაუჩნდეთ. უკვე ბევრი დათვი იმყოფება ტყვეობაში და თუ ახალი ბელებიც მიემეტება მათ რიცხვს, ჩვენს თავშესაფარში ადგილი აღარ იქნება ახალი დათვების გადასარჩენად, რომლებსაც ისეთივე შველა სჭირდებათ, როგორც საქართველოდან ჩამოყვანილ დათვებს!

ერთი–ერთმა დათვმა საქართველოდან, სახელად დიუკმა, დათვების ტყეში მცხოვრებ მგელს ჩაუარა.  ამ თავშესაფარში დათვებთან ერთად, ოთხი მგელიცაა, ამით ჩვენ ორივე სახეობის ბუნებრივი ქცევის სტიმულირებას ვახდენთ. ველურ ბუნებაში ისინი ასე თანაცხოვრობენ.  ჩვენს დათვების ტყეში ისინი არასოდეს მოდიან ერთმანეთთან სერიოზულ კონფლიქტში, რადგან საკმარისი ადგილი აქვთ (20 ათასი კვადრატული მეტრი), რომ ორივე სახეობა მოთავსდეს. ზოგჯერ ერთად თამაშობენ კიდეც!

საქართველოდან ჩამოყვანილი დათვები – დიუკი და დიზელი ხის ქვეშ ისვენებენ(2007 წლის სექტემბერი). ისინი თავს კარგად გრძნობენ და ახალი მეგობრებიც კი შეიძინეს! ერთ–ერთი აქ მცხოვრები ახალგაზრდა დათვი, რომელიც 2004 წელს მოსკოვის დუროვის თეატრიდან ვიხსენით, ბევრს თამაშობს საქართველოდან ჩამოყვალ დათვებთან ერთად!  

საქართველოდან ჩამოყვანილი დათვი სახელად იგორი ისვენებს (2007 წლის სექტემბერი)
საქართველოდან ჩამოყვანილი დათვი სახელად იგორი ისვენებს (2007 წლის სექტემბერი)

იგორი ისვენებს (2007 წლის სექტემბერი)
იგორი ისვენებს (2007 წლის სექტემბერი)

 

საქართველოდან ჩამოყვანილი დათვი დიზელი შვედეთიდან ჩამოყვანილ ბიორნასთან ერთად ჭყუმპალაობს. ბიორნა დათვების ტყეში 1994 წელს მოვიდა პოლარულ დათვ ჰაგისთან ერთად. როცა მოიყვანეს, ორივე ძალიან პატარა იყო და სულ ერთად თამაშობდნენ. მაგრამ გაზრდის შემდეგ, ერთმანეთს უკვე ვეღარ ეწყობოდნენ. ჰაგისი ისევ უვეჰანდის ზოოპარკში ცხოვრობს (2007 წლის ივლისი).

დიუკი კამერის წინ პოზირებს.
დიუკი კამერის წინ პოზირებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი