საზოგადოება

იდენტობის კვლევა

3 ივნისი, 2010 • 1327
იდენტობის კვლევა

2-4 ივნისს ილიას უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია სახელწოდებით „ქრისტიანული კაბადოკია და კავკასია“ იმართება.

კონფერენცია ილიას უნივერსიტეტის „იდენტობის კვლევის“ ფარგლებში მიმდინარეობს.

კონფერენციაზე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული და ქართველი მეცნიერები  მოხსენებებს ისეთ თემებთან დაკავშირებით გააკეთებენ, როგორებიცაა  „სამყაროს ჰარმონია და ჰარმონია ადამიანში წმინდა გრიგოლ ნოსელის ნაშრომებში“,  „კაბადოკიელი მამების ეპისტემოლოგიური თეორია“, „ბასილი დიდი სიმდიდრისა და სიღარიბის პირისპირ“ და ა.შ.

დღევანდელი დღის პირველ ნახევარში მომხსენებლებმა შვეიცარიიდან, საბერძნეთიდან და სორბონიდან უკვე გააკეთეს მოხსენებები.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი