საზოგადოება

14 შტატი ობამას კანონის წინააღმდეგ

8 აგვისტო, 2011 • • 1013
14 შტატი ობამას კანონის წინააღმდეგ

CNN

14 შტატის ოფიციალურმა პირებმა სასამართლოში სარჩელი შეიტანეს, რომ დაიბლოკოს ისტორიული ცვლილებები ამერიკის ჯანდაცვის სისტემაში.

ახალ კანონს ამერიკის პრეზიდენტმა სამშაბათს მოაწერა ხელი. ცვლილებების მოწინააღმდეგეები კამათობენ კანონის საჭიროებაზე და ამბობენ, რომ კანონი ამერიკის კონსტიტუციას არღვევს.

13-მა, აღნიშნული ოფიციალური პირებიდან, სარჩელი ფლორიდის ფედერალურ სასამართლოში შეიტანა. მას შემდეგ, რაც ობამამ კანონს ხელი მოაწერა, რამდენიმე წუთის შემდეგ.. მომჩივნები ამბობენ, რომ “ეს არის უპრეცედენტო შეჭრა შტატების სუვერენიტეტში.”

საქმე აღიძრა ფლორიდის იუსტიციის მინისტრის, ბილ მაქქოლამის მიერ, რომელსაც 11 სხვა რესპუბლიკელი იუსტიციის მინისტრებიც შეუერთდნენ, მათი თანამოაზრე კი ერთი დემოკრატია.

მაქქოლამის თქმით კანონი შტატებს აიძულებს “აკეთოს ის,რაც პრაქტიკულად შეუძლებელია და აიძულებს ამის კეთებას, დამატებითი ფინანსური რესურსების გამოყოფის გარეშე.”

მაქქოლამის სარჩელს მისი კოლეგები ალაბამაში, კოლორადოში, აიდაჰოში, ლუიზიანაში, მიჩიგანში, ნებრასკაში, სამხრეთ კაროლინაში, სამხრეთ დაკოტაში, ტეხასში, უტასა და ვაშინგტონში შეუერთდნენ. ვირჯინიას შტატის იუსტიციის მინისტრმა ცალკე სარჩელი მოამზადა.

შტატების ოფიციალური წარმომადგენლებიდან მხოლოდ ერთი არ არის რესპუბლიკელი.  მაქქოლამის თქმით, ეს არ არის პარტიული საკითხის გამო. მისი თქმით მათ ინიციატივას დემოკრატებიც შეუერთდებიან.

თეთრი სახლის წარმომადგენელმა, რობერტ გიბსმა განაცხადა, რომ ადვოკატებმა მას უთხრეს, რომ პროცესს მოიგებენ. დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლის ჰარი სევუგანის თქმით, სარჩელი “შტატის თანხების ტყუილი ფლანგვაა.”

იურისპრუდენციის პროფესორმა საფოლკის უნივერსიტეტში, რენი ლანდერმა, CNN-ს განუცხადა, რომ კონსტიტუცია კონგრესს აძლევს რეგულაციის დიდ უფლებებს ამერიკელების კეთილდღეობისთვის.

“ვფიქობ, სარჩელი არ იქნება წარმატებული,” ამბობს ლანდერსი.

შეგახსენებთ, რომ კანონი, რომელიც კონგრესმა 219 ხმით მიიღო, აუცილებელი 216-ს ნაცვლად, მხოლოდ დემოკრატების ხმები იყო. არც ერთმა რესპუბლიკელმა ჯანდაცვის ახალ რეფორმას მხარი არ დაუჭირა.

ცვლილება  32 მილიონ ამერიკელს ჯანმრთელობის დაზღვევას პირდება. იმ ადამიანებს, რომლებსაც აქამდე საკუთარი ჯანმრთელობა არ ჰქონდათ დაზღვეული.

მასალების გადაბეჭდვის წესი