საზოგადოება

ინტერნეტი-იშვიათი ჯიშების მთავარი საშიშროება

8 აგვისტო, 2011 • • 1375
ინტერნეტი-იშვიათი ჯიშების მთავარი საშიშროება

კატარში მიმდინარე საერთაშორისო შეხვედრაზე გადაშენების პირას მყოფი ფლორის და ფაუნის ჯიშების მთავარ საშიშროებად ინტერნეტი დაასახელეს.

შეხევდრაში მონაწილეთა თქმით, ინტერნეტმა ბრაკონიერებს ცხოვრება შეუმსუბუქა: ინტერნეტ აუქციონებზე შეიძლება თითქმის ყველა გადაშენების პირას მყოფი ცხოველის ყიდვა, ლომიდან დაწყებული თეთრ დათვამდე.

როგორც გამყიდველებს, ასევე მყიდველებს მოსწონთ ინტერნეტით ვაჭრობაში სისწრაფე, რომლის დახმარებითაც ისინი გარიგებებს ახორციელებენ და ასევე ის, რომ მათი ვინაობა ანონიმური რჩება.

პოლ ტოდის თქმით, (გარეული ცხოველების დაცვის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენელი) ინტერნეტი დღითიდღე დიდ მნიშვნელობას იძენს იშვიათი ჯიშების ცხოველთა გაყიდვაში.

გაყიდვების ყველაზე დიდ ბაზრად ამერიკა ითვლება, რომელსაც მოჰყვება ევროპა, ჩინეთი, რუსეთი და ავსტალია.

ჯერ კიდევ შარშან, მსოფლიო ბანკის დირექტორმა,რობერტ ზელიკმა გადაცხადა, რომ იშვიათი ჯიშების მქონე ცხოველების გაყიდვები შავ ბაზარზე წელიწადში 10 მილიარდ დოლარს აღწევს. შემოსავლების მიხედვით იშვიათი ჯიშებით ვაჭრობის კონტრაბანდა, მხოლოდ ნარკოტიკებით და იარაღით არალეგალურ ვაჭრობას ჩამოუვარდება.

შეხვედრისას, შეკრებილებმა ხმა მისცეს ირანული ტრიტონის გაყიდვის აკრძალვას.ეს სახეობა თითქმის განადგურებულია. და როგორც ველური ბუნების მსოფლიო ფონდი აცხადებს, ტრიტონის გადადგურების ერთ-ერთი მიზეზი სწორედ ინტერნეტ ვაჭრობაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი