საზოგადოება

ზაალ სამდაშვილი მოსწავლეებს აუცილებლად წასაკითხ წიგნებს სთავაზობს

8 აგვისტო, 2011 • 1152
ზაალ სამდაშვილი მოსწავლეებს აუცილებლად წასაკითხ წიგნებს სთავაზობს

23–ე სკოლაში სასწავლო პროცესი ჩვეულებრივ მიმდინარეობს. სკოლის ბიბლიოთეკაში ხალხმრავლობაა. უმცროსი, საშუალო და მაღალი კლასის 60–მდე მოსწავლე რამდენიმე მწკრივად დალაგებულ სკამებს შორის ზის. მოსწავლეები  და მასწავლებლები განათლების მინისტრ დიმიტრი შაშკინსა და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე ზაალ სამადაშვილს ელოდებიან.

 

დილის თერთმეტ საათზე სტუმრები მოდიან. მინისტრი და საკრებულოს თავმჯდომარე, ჟურნალისტებისთვის განცხადების გაკეთების შემდეგ, მოსწავლეებს ბუკლეტებს ურიგებენ და სიტყვით მიმართავენ. ბუკლეტებით მწერალი ზაალ სამადაშვილი სკოლის მოსწავლეებს აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიას სთავაზობს.

 

„წასაკითხი წიგნების“ ბუკლეტში, თანდართულ მიმართვასთან, ერთად სამი ასაკობრივი ჯგუფის, უმცროსი, საშუალო და მაღალი კლასის, მოსწავლეებიასთვისაა განკუთვნილი. 40–მდე  წიგნის ჩამონათვალი იაკობ გოგებაშვილის ‘საგანძურით იწყება და ჰერმან მელვილის „მობი დიკით“ მთავრდება. საკრებულოსა და განათლების სამინისტროს ერთობლივი პროექტი „გაეროს ბავშვთა ფონდის“ (Unisef) მხარდაჭერით დაიბეჭდა. 

 

„ყველა მწერალს ჰქონდა თავისი საყვარელი წიგნების ჩამონათვალი, რომლებსაც ცხოვრების განმავლობაში რამდენჯერმე უბრუნდებოდნენ. აუცილებლად წასაკითხი წიგნების სიის შედგენის  იდეა 2006 წლის გაზაფხულზე 53–ე სკოლის დირექტორად ყოფნის დროს დამებადა.

 

პრეზენტაცია არის განათლების სამინისტროს მიერ წარმოებული პოლიტიკის ერთი მცირე ნაწილი. ეს ღონისძიება მიზნად ისახავს წიგნიერების დონის ამაღლებას. მინდა ეს ნაბიჯი იყოს ფეხბედნიერი,“– განაცხადა მოსწავლეებთან საუბრისას ზაალ სამადაშვილმა.

 

მინისტრმა შაშკინმა მადლობა გადაუხადა მწერალსა და საკრებულოს თავმჯდომარეს, რადაგან მისი მიერ შედგენილი წიგნების სია არის „მშვენიერი საჩუქარი მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისა და მოსწავლეთა მშობლებისთვის. იგი დაეხმარება სკოლის მოსწავლეებს განვითარებაში.“

 

ფირცხალაიშვილი ბაია და მიმინოშვილი სალომე ‘წასაკითხი წიგნების“ ბუკლეტის პრეზენტაციას დაესწრნენ. ისინი 23–ე სკოლის მე–10 კლასის მოსწავლეები მოსწავლეები არიან. მათთვის შესაფერის „დიდი გოგონებისა და ბიჭებისთვის“ წასაკითხი წიგნებიდან „თამაში ჭვავის ყანაში“ წაკითხული აქვთ. შემოთავაზებული წიგნებიდან განსაკუთრებით „მარტოობის ას წელით.“ დაინტერესდნენ.

 

შეხვედრა სრულდება. ზაალ სამადაშვილი, 23–ე სკოლის კურსდამთავრებული, ბიბლიოთეკიდან გასვლისას ამბობს: „ამ ბიბლიოთეკის დამსახურებაა ჩემი წიგნიერება.“ იგი მინისტრთან ერთად სკოლის მოსწავლეებს ჰპირდება, რომ ერთი თვის შემდეგ კვლავ ესტუმრება სკოლას და მოსწავლეებთან ერთად განიხილავს მათ მიერ წაკითხული წიგნებს.   

მასალების გადაბეჭდვის წესი