საზოგადოება

გაერო და ეკოლოგები სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის მშენებლობას აკრიტიკებენ

8 აგვისტო, 2011 • • 984
გაერო და ეკოლოგები სოჭის ოლიმპიური თამაშებისთვის მშენებლობას აკრიტიკებენ

რუსეთის ხელისუფლებამ არ გაითვალისწინა ეკოლოგიური ვითარება იმ სამუშაოების წარმოებისას, რომელიც წინ უძღვის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიადას, აცხადებს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის განცხადება ეყრდნობა წამყვან ეკოლოგიურ ორგანიზაციებს, რომლებიც რუსეთში იყვნენ მივლინებულნი, თანამშრომლობისთვის. მათი თქმით, რუსეთმა მათი შენიშვნები არ გაითვალისწინა.

რუსეთმა კი თავის მხრივ ეკოლოგები დაადანაშაულა, ოლიმპიადის ჩაშლის მცდელობაში.

ორგანიზაციებსა და რუსეთის სახელმწიფოს შორის უერთიერთობა მკვეთრად გაუარესდა უკანასკნელი თვის მანძილზე.

ორგანიზაციამ “მსოფლიო ფონდი ბუნებისთვის” (WWF) ახლახანს გაწყვიტა ურთიერთთანამშრომლობა რუსეთთან.

ეკოლოგების თქმით, გარემოს შეუქცევადი ზიანი უკვე მიადგა, მათ შორის დაბინძურდა მნიშვნელოვანი მდინარეები და მოიჭრა იშვიათი ჯიშის ხეები.

ორგანიზაციების პროტესტს გაეროც შეურთდა. განაცხადებაში ითქვა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ სრულად უნდა გაიღოს თანხა შედეგებისთვის, რომელიც  ოლიმპიური თამაშებისთვის მოსამზადებელი სამუშაოების შედეგადად მიადგა ეკოსისტემას.

გარდა ამისა გაერო ითხოვს მკაცრ მონიტორიგს და სთავაზობს მედიატორის როლს რუსეთის ხელისუფლებას და ეკოლოგებს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი