საზოგადოება

ჰაიტის აღდგენას 11 მილიარდი დოლარი სჭირდება

8 აგვისტო, 2011 • • 1257
ჰაიტის აღდგენას 11 მილიარდი დოლარი სჭირდება

BBC-ის ცნობით,ქვეყნის მთავრობა აცხადებს, რომ დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ, ჰაიტის აღდგენას 11 მილიარდი დოლარი დასჭრიდება.

მათი თქმით ეს უხეში დათვლით მიღებული თანხაა, რომელიც საჭიროა ქვეყნის სრულად აღდგენისთვის.

გეგმა, რომლის ავტორებიც არიან საერთაშორისო მაშველი ორგანიზაციები გადაეგზავნებათ დონორებს ნიუ-იორკის კონფერენციისთვის, რომელიც თვის ბოლოს გაიმართება.

200 ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა ჰაიტის მიწისძვრის შემდეგ, ხოლო ზარალი, რომელიც ამ დროისთვის არის ცნობილი, 8 მილიარდი დოლარით განისაზღვრება.

“ეს პროცესია, ეს არ არის საბოლოო დოკუმენტრი”, აცხადებს ჰაიტის ტურიზმის მინისტრი პატრიკ დელატური.

ქვეყნის მთლიანი რეკონსტრუქციისთვის საჭირო თანხების შეფასებისას, დელატურის  თქმით, არ არის გამორიცხული თანხა 14 ბილიონამდეც გაიზარდოს.

რეკონსტრუქციის გეგმა, ცნობილი როგორც PDNA (მოსამზადებელი დანაკლისის და საჭიროების შეფასება) განხილული იქნება მთავარ კონფერენციაზე, ჰაიტის შესახებ, ნიუ იორკში, 31 მარტს.

გეგმის მთავარი პრიორიტეტია მოკლე დროში გატარდეს მოსამზადებელი სამუშაოები უსახლკაროდ დარჩენილთათვის, იმისთვის, რომ ჰაიტი მომზადებული შეხვდეს აპრილის წვიმიან თვეს.

დაახლოებით 218 ათასი მიწისძვრისგან გადარჩენილი ადამიანი დღეს დროებით კარვებში ცხოვრობს ქვეყნის დედაქალაში, პორტ-ა-პრინცში, სადაც მაღალი რისკია წყალდიდობის და მეწყერის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი