საზოგადოება

დღეს მომხმარებელთა უფლებების დღეა

8 აგვისტო, 2011 • • 978
დღეს მომხმარებელთა უფლებების დღეა

15 მარტს მსოფლიო მომხმარებელთა უფლებების დღეს აღნიშნავს. საქართველოს მომხმარებელთა ფედერაციამ და პროფესიული კავშირების გაერთიანებამ ერთობლივად აღნიშნეს მომხმარებელთა დღე საქართველოში და განახორციელეს ერთკვირიანი პროექტი მომხმარებელთა კვირეული.

კვირეული მიზნად ისახავდა ცხელი ხაზის საშუალებით მომხმარებელთა საჩივრებისა და მოსაზრებების მიღებას. კვირეულის ფარგლებში ნაწილობრივ შეისწავლეს სამომხმარებლო ბაზარზე არსებული დარღვევები .

 მომხმარებელთა ფედერაციის თავმჯდომარის მადონა კოიძის თქმით ერთი კვირის განმავლობაში ფუქციონირებდა ცხელი ხაზი და მომხმარებელთა საჩივრები პროცენტულად ასე გადანაწილდა. 45 პროცენტი უხარისხო და ფალსიფიცირებული სასურსათო პროდუქცია, 27 პროცენტი ჯანდაცვის საკითხები, 18 პროცენტი ტრანსპორტის მომსახურება 10 პროცენტი მომსახურების სხვა სფეროები. პროფესიული კავშირების თავმჯდომრის ირაკლი პეტრიაშვილის განცხადებით ამ კვირეულში პროფკავშირები მონაწილეობას იღებს რადგან მისი ყოველი წევრი მომხმარებელი, პეტრიაშვილმა ისაუბრა უცხოური წარმოების პროდუქციისთვის  ხელისშემწყობ გარემოზე, რითაც ზარალდება ეროვნული პროდუქცია.

15 მარტს კვირეული ოფიციალურად დასრულდა თუმცა კიდევ ერთი კვირა გაგრძელდება ცხელი ხაზის ფუნქციონირება აცხადებს მადონა კოიძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი