საზოგადოება

6 საჩივარი ”იმედის” წინააღმდეგ

8 აგვისტო, 2011 • • 1473
6 საჩივარი ”იმედის” წინააღმდეგ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, დღეს,  მზადყოფნა გამოთქვა,  უფასო იურიდიული მომსახურება გაუწიოს ყველა იმ ადამიანს, ვისაც ტელეკომპანია „იმედი“-ს ეთერით გასული სიუჟეტით ზიანი მიადგა.  

ამ დროისთვის ასოციაციაში უკვე  6 საჩივარია შესული.

“ისინი, ვინც  საავადმყოფოში მოხვდნენ, ერთმა ფეხიც მოიტეხა…ეს  საკითხები ინდივიდუალურად უნდა შევისწავლოთ  და შემდეგ მოხდება სარჩელების მომზადება.” – ამბობს იურისტი თამარ კორძაია.

გარდა ამისა საიას თავადაც შეაქვს საჩივარი კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში.

” ამ საჩივარს ბევრი ჟურნალისტი და მოქალაქე აწერს ხელს, ვითხოვთ რომ მოხდეს ტელეიმედის  სანქცირება დარღვევისთვის.“

როგორც იურისტთა ასოციაციის ადვოკატი, თამარ კორძაია ამბობს, ფიზიკური პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნის უფლება არც საიას, და არც კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ აქვს.

„კომისია უფლებამოსილი არ არის ჩაერიოს ამ საკითხებში და კონკრეტული ფიზიკური პირების პასუხისმგებლობის საკითხი დააყენოს ტელეიმედში, იმიტომ რომ ეს შიდა სარედაქციო საკითხებში ჩარევა იქნება. როდესაც მოხდება იურიდიული პირის სანქცირება, შემდეგ თვითონ იურიდიულმა პირმა თავისი პასუხისმგებლობით უნდა გაარკვიოს შიგნით ვინ არის ამაზე პასუხისმგებელი.“ ამბობს თამარ კორძაია.

მასალების გადაბეჭდვის წესი