საზოგადოება

H1N1 ვირუსის ტალღა საქართველოში დასრულდა

8 აგვისტო, 2011 • • 1225
H1N1 ვირუსის ტალღა საქართველოში დასრულდა

ვირუსი, რომელმაც 33 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, უკვე აღარ არის საშიში. დაავადებათა კონტროლის ცენტრის თქმით, H1N1 ტიპის ვირუსის ორივე ტალღა საქართველოში დასრულებულია.

პირველ ტალღასთან შედარებით, რომელიც 2009 წლის ბოლო რამდენიმე თვის მანძილზე იყო საქართველოში, მეორე ტალღა შედარებით მსუბუქი იყო, აცხადებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, შოთა ცანავა.

“შეიძლება ითქვას, რომ ქვეყანაში ე.წ. ღორის გრიპის მასიურად გავრცელების საშიშროება აღარ არსებობს. ვირუსის მეორე ტალღაც შეგვიძლია დასრულებულად გამოვაცხადოთ, თუმცა არ არის გამორიცხული, ინფიცირების ცალკეული შემთხვევები მაინც დაფიქსირდეს”, – ამბობს ცანავა.

ინფექციური ვირუსის სულ 1287 ლაბორატორიულად დამოწმებული შემთხვევა დაფიქსირდა, მათგან 33 ლეტალურად დასრულდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი