საზოგადოება

მედიცინის პროფკავშირი: სახელმწიფომ „100 ახალი საავადმყოფოს“ საპირისპირო პროცესი დაიწყო

8 აგვისტო, 2011 • • 1953
მედიცინის პროფკავშირი:  სახელმწიფომ „100 ახალი საავადმყოფოს“ საპირისპირო პროცესი დაიწყო

მედიცინის პროფკავშირების თქმით „100 ახალი საავადმყოფოს“ ნაცვლად, სახელმწიფო საავადმყოფოებს ყიდის.

ჩამონათვალში, რომელიც ჯანდაცვის პროფკავშირებმა წარმოადგინეს, იყო თბილისის ონკოლოგიური დისპანსერი, ტრავმატოლოგიური, ჟორდანიას სახელობის რეპროდუქციის კვლევითი ინსტიტუტი, ნარკოლოგიური, კანისა და ვენერიულ დაავადებათა კვლევითი ინსტიტუტი, ი.ფაღავას სახ. პედიატრიის ინსტიტუტი, #2 სამშობიარო, გადაუდებელი თერაპიის კლინიკა, მრავალპროფილიანი კლინიკური საავადმყოფო, კანისა და ვენსნეულებათა სამეცნიერო დისპანსერი, ომის ვეტარანთა კლინიკური საავადმყოფო, რომელიც მთლიანად სახელმწიფო სუფსიდიებით არსებობს და მისი დახურვის შემთხვევაში ყველა ომის ვეტარანი უფასო სამედიცინო მომსახურების გარეშე დარჩება.

„ნავცლად იმისა, რომ სახელმწიფოს ყველა ეს კლინიკა ალტერნატიული ფართით დაეკმაყოფილებინა, მათ  „დიღმის კლასტერში“ ჟვანიას სახელობის კლინიკასა და რკინიგზის საავადმყოფოში, 1 კვ.მ–ისთვის  250–270 დილარი მოსთხოვეს.“– ამბობს ჯონი ჯანაშია, მედიცინის პროფკავშირის თავმჯდომარე.

მისივე  თქმით, სახელმწიფოს ასეთი ქმედება ბევრი საავადმყოფოს არსებობას შეწყვეტს, რადგან ამ თანხის გადახდა  შეუძლებელად მიაჩნიათ,  და თუ მაინც ვინმემ გადაიხადა, მაშინ ეს თვითონ ექიმების, ისედაც მცირე ხელფასების შემცირებას გამოიწვევს. გარდა ამისა, ეს ყველაფერი მოქალაქეების ხარჯებსაც გაზრდის.

„თბილისის #2 სამშობიარო სახლის „დიღმის კლასტერში“ გადატანის შედეგად, დიდუბე, სვანეთის უბანი, ოქროსუბანი გინეკოლოგიური მომსახურების გარეშე დარჩებიან. დიღმის ტეროტორიაზე კი, არსებულ ოთხ სამშობიაროს კიდევ ერთი დაემატება, სადაც გაზრდილი კონკრურენციის ფარგლებში, ზოგიერთი მათგანი ფუნქციონირებას შეწვეთს და უმუშევარ ექიმთა ახალი ტალღა იქნება მოსალოდნელი“,–აღნიშნა ჯონი ჯანაშიამ. 

მასალების გადაბეჭდვის წესი