საზოგადოება

სტიქიის შედეგები

11 მარტი, 2010 • • 1207
სტიქიის შედეგები

ზარალის ოდენობა, რომელიც სტიქიამ დასავლეთ საქართველოს რაიონებს მიაყენა, რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

მდინარეების ადიდების შედეგად რამდენიმე სოფელში საცხოვრებელი სახლები და სახნავ-სათესი მიწები განადგურდა. ადიდდა რიონი, ცხენისწყალი და ყვირილა. დაიტბორა თერჯოლა, ვანი , ხონი და წყალტუბო.

სოფელ სიმონეთთან მდინარემ ხიდი წაიღო, ხოლო ხონის რაიონში – სოფელ ლეხაინდროს დამაკავშირებელი 60 მეტრი სიგრძის გზა.

ასევე დაიტბორა წყალსაცავი, რომელიც აქაურ სოფლებს სასმელი წყლით ამარაგებს. რამდენიმე ადგილას მეწყერი ჩამოწვა.

გასულ წელს მდინარეებს პირსამაგარი სამუშაოები ჩაუტარდათ, მაგრამ წყლის ადიდებას ვერც ახლადგამაგრებულმა ხიდმა გაუძლო.

გასული წლის მანძილზე გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის თქმით 8 მილიონი ლარი დაიხარჯა პირსამაგრ სამუშაოებზე.

”ამის დამსახურებითაც დამატებითი უბედურები თავიდან ავიცილეთ. საქართველოში სულ ნაპირსამაგრი სამუშაოებისთვის 135 მილიონი ლარი გვჭირდება, რაც ფიზიკურად არ არის, თუმცა ეტაპობრივად ყველაზე კრიზისული ადგილების რეაბილიტაცია აუცილებლად მოხდება”, – განაცხადა გარემოს დაცვის მინისტრმა გიორგი ხაჩიძემ.

გარემოს დაცვის და პროგნოზირების ცენტრის ცნობით ნალექი დასავლეთ საქართველოში ნალექი კვლავ მოსალონდელია. ცვალებადი ამინდი სავარაუდოდ მარტის შუა რიცხვებამდე გასტანს.

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი