საზოგადოება

შიდსის ვირუსის 61 ახალი შემთხევა

2 მარტი, 2010 • • 3693
შიდსის ვირუსის 61 ახალი შემთხევა

56 დღეში შიდსის ვირუსის 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ორი ბავშვია, რომელთაც ვერტიკალური გზით, (დედიდან შვილზე) გადაეცათ დაავადება. ასეთია საქართველოს შიდსის ცენტრის ოფიციალური სტატისტიკა. 

”ძირითადად ესენი არიან ნარკოტიკების ინექციური მომხმარებლები და ჰეტეროსექსუალური გზით გადადებული შემთვევები, არ გამოვლენილა ჰომოსექსუალური გზით გადაცემა ან სისხლის გადასხმით,” ამბობს ნეტგაზეთთან საუბრისას შიდსის ცენტრის ექიმი მაია ცინცაძე.

ვირუსის გადადების ყველაზე გავრცელებული გზა საქართველოში კვლავ ინტრავენური ნარკომანიაა. დაავადებულთა რაოდენობის 59%-ზე მეტი სწორედ ნარკოტიკების მომხმარებლებზე მოდის.

დღეს, საქართველოში სულ 2297 ადამიანია შიდსის ვირუსის მატარებელი. მათი აბსოლუტური უმრავლესო კი მამაკაცია. 1707 დაავადებული მამაკაცი და 550 ქალი ფიქსირდება შიდსის ცენტრში.

შიდსის ვირუსი წელს 11280 პაციენტს განუვითარდა, მათგან კი 493 დაიღუპა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არსებული სტატისტიკა აივინფიცირებულების ჩამოუვარდება მსოფლიოს მრავალი ქვეყნის სტატისტიკას, გასათვალისწინებელია ერთი ფაქტორი. შიდსის ცენტრში ფიქრობენ, რომ

”შიდსის ეპიდემიის კანონზომიერებიდან გამომდინარე, აივ ინფექცია/შიდსის რეგისტრირებული შემთხვევების უკან დგას დაახლოებით 4000-მდე არარეგისტრირებული შემთხვევა”

აივ ინფიცირებულთა განაწილება რეგიონების მიხედვით

თბილისი

755

აჭარა

305

სამეგრელო

354

იმერეთი

293

ფოთი

36

კახეთი

94

აფხაზეთი

148

ქვემო ქართლი

81

შიდა ქართლი

62

მცხეთა-მთიანეთი

17

რაჭა-ლეჩხუმი

5

სამცხე-ჯავახეთი

29

გურია

51

სვანეთი

8

უცხოელი

57

დაუდგენელი

2

რაც შეეხება აფხაზეთს, სადაც 148 შემთხვევა ფიქსირდება, შიდსის ცენტრის ექიმები ამბობენ, რომ მათ შესახებ ინფორმაცია კონფედენციალურია. თუმცა ფატი გაბუნია, შიდსის ცენტრის ექიმ-ინფექციონისტი ამბობს, რომ მათთან გალიდან ჩამოდიან სამკურნალოდ.

სტატისტიკას საქართველოს მეზობელ ქვეყნებში ასეთია

ქვეყანა

აივ მატარებელი

შიდსით გარდაცვლილი

რუსეთი

940,000

40,000

უკრაინა

440,000

19,000

აზერბაიჯანი

7,800

100

სომხეთი

2,400

200

თურქეთი

2,000

N/A

 საქართველოში შიდსის ვირუსის პირველი შემთხვევა 1989 წელს გამოვლინდა, შესაბამისად ამ დაავადების სტატისტიკას საქართველოში 21 წლის ისტორია აქვს. ამ დროის მანძილზე ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველწლიურად იმატებს. შესაბამისად ახალი შემთვევების ყველაზე დიდი რაოდენობა 2009 წელს გამოვლინდა. საერთო მონაცემები კი, შიდსის ცენტრის ოფიციალური სტატისტიკით, ასეთია.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი