მაგისტრალის მშენებლობა

გუშინ „მზიურთან“ კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ მდინარე ვერეს ხეობაში და „მზიურში“ გამავალი მაგისტრალის მშენებლობით უკმაყოფილო ადამიანები. სოციალურ ქსელ ფეისბუქში დარეგისტრირებულ ასეთ ადამიანთა რიცხვი 1857-ია, თუმცა შეხვედრას ბევრი ადამიანი არ ესწრებოდა. აქციის მონაწილეებმა დაათვალიერეს მდინარე ვერეს კალაპოტის შეცვლის სამუშაოები, ასევე ბაზა, სადაც სამშენებლო მასალები და პროექტზე მომეშავე ადამიანების შტაბ-ბინაა მბლიზებული. როგორც აქციის მონაწილე დავით გოგიშვილი ამბობს, „მზიურში“ მაგისტრალის გაყვანის ერთ-ერთი არგუმენტი ის არის, რომ მდინარე ვერეს ხეობა დიდი ხნის განმავლობაში ბინძურდებოდა, ხოლო ახლანდელი მაგისტრალის მშენებლობის პროცესში დაბინძურების წყაროები შემცირდება, დაყენდება კოლექტორი“. გოგიშვილი თვლის, რომ არგუმენტი რელევანტური არაა, რადგანაც მერიის მოვალეობაში თავისთავად შედის მდინარის ხეობის დასუფთავებაზე ზრუნვა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნინო ძანძავა