ერთი რამის სიყვარული ინტერნეტით

ისტორია, რომელიც ერთი რამის სიყვარულით შეპყრობილი  ადამიანების გაერთიანებით დაიწყო, 2003 წლით თარიღდება, როდესაც 28 წლის ავთო სულაძემ ინტერნეტ გვერდის  www.literatura.ge  შექმნა გადაწყვიტა. მაშინ ის ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა. მის გვერდით კი ძალიან ცოტა იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც მასავით უყვარდა ლიტერატურა.

ის, რაც ადამინებს აქ აერთიანებთ სიყვარულია ლექსების, მოთხრობების და უბრალოდ,  წიგნების.

ისტორია, რომელიც ერთი რამის სიყვარულით შეპყრობილი  ადამიანების გაერთიანებით დაიწყო, 2003 წლით თარიღდება, როდესაც 28 წლის ავთო სულაძემ ინტერნეტ გვერდის  www.literatura.ge  შექმნა გადაწყვიტა. მაშინ ის ერთ-ერთ სახელმწიფო სტრუქტურაში მუშაობდა. მის გვერდით კი ძალიან ცოტა იყო ისეთი ადამიანი, რომელსაც მასავით უყვარდა ლიტერატურა.

მას შემდეგ, რაც ბევრი იფიქრა, თუ როგორი უნდა ყოფილიყო საიტი, რომელიც ლიტერატურის მოყვარულებს გააერთიანებდა,   ”ერთი კარგი კაცი”, ნოდარ დოლიძე იპოვნა. ნოდარმა საიტის ტექნიკურად გამართვა ითავა.

ფული, რომელიც საიტის გამართვას სჭირდებოდა, ავთომ ნელ-ნელა გადაიხადა.  ამბობს, რომ 8 თვე იხდიდა,  იმის მიუხედავად, რომ ნოდარს იდეა ისე მოეწონა, ფულის გამორთმევა საერთოდ არ უნდოდა.

”საიტი იყო მარტივი, ბევრად უფრო მარტივი ტექნიკურად, ვიდრე ახლა არის”, თუმცა თუკი გავითვალისწინებთ, რომ www.literatura.ge პირველი მასშტაბური ინტერნეტ გვერდი იყო საქართველოში, სადაც საკუთარი ნაწარმოების განთავსება ნებისმიერ მსურველს შეეძლო, ლიტერატურის მოყვარულებს ეს ფაქტი დიდად არ  ანაღვლებდათ.

აქ წესები ძალიან მარტივია, შედიხარ საიტზე, რეგისტრირდები, აქვეყნებ შენს ნაწარმოებს და მკითხველის განაჩენს ელი. განაჩენი ქულებით ფასდება, -3 დან +3-მდე. ყველა ნიშანს თავისი განმარტება აქვს, მაგალითად +3 რჩეულს ნიშნავს, +2 კი ძალიან კარგს. თუმცა ქულების დაგროვების გარდა, რაც საბოლოო ჯამში ავტორის და ნაწარმოების რეიტინგს განაპირობებს, აქ მკითხველები სიტყვიერადაც აფასებენ. წერენ რა მოსწონთ, რა არა და რატომ.

სწორედ აზრების გაცვლა და საერთო ინტერესები აერთიანებთ ადამიანებს, რომლებიც ამბობენ, რომ ლიტერატურა.ჯი  დღეს უკვე მათი ჩვევაა: ” სიგარეტივით, რომელსაც დროებით კი გადააგდებ, მაგრამ მერე აუცილებლად მიუბრუნდები”.

მიზეზები, თუ რატომ სტუმრობენ ლიტერატურა.ჯის  ყველას სხვადასხვა და ამავე დროს ერთნაირი აქვს. მათ უყვართ ლიტერატურა, ისინი უბრალოდ შეეჩვივნენ გარემოს, მეგობრები გაიჩინეს. წერენ და უზიარებენ, უყვართ და კითხულობენ, უბრალოდ ერთობიან და მოწყენილობას ასე ებრძვიან.
 
ავთოს თქმით, საიტს დღეს დაახლოებით 1000  ვიზიტორი ჰყავს,  841 დარეგისტრირებული ავტორი, 5254 გამოქვეყნებული ნაწარმოები და  7640 რეგისტრირებული მკითხველი.
საიტზე დღეს რამდენიმე ცნობილი ავტორია, მათთვის ვისაც პოეზია უყვარს , არ იქნება უცხო სახელი და გვარი შოთა იათაშვილი, ეკა ქევანიშვილი, რეზო გეთიაშვილი , შალვა ბაკურაძე და სხვები.

თუმცა ცნობილი ავტორების გარდა, რომელთა ლექსები საიტის არსებობამდე სხვადასხვა ლიტერატურულ გაზეთებსა თუ ჟურნალებში იბეჭდებოდა, ლიტერატურა.ჯის  ისეთი ავტორებიც ჰყავს, რომლებმაც სწორედ საიტზე დაიწყეს წერა. ბევრი იკითხეს თუ ცოტა, ერთ დღესაც მიხვდნენ, რომ მათაც შეეძლოთ ბედი ეცადათ.

თამთა მელაშვილმა წერა ამ საიტზე დაიწყო, ერთ დღესაც ლექსი დაწერა და საიტზე განათავსა. მერე კი გამომივიდაო, იფიქრა და გააგრძელა.

გააგრძელა, და სხვათაშორის წარმატებითაც. თამთას მოთხრობა ”ერთი და ორი”,  რამდენიმე ლიტერატურული კონკურსის ფინალში გავიდა. მოხვდა ბაკურ სულაკაურის მიერ გამოცემულ წლის 15 რჩეულ მოთრობას შორის, თამთას ”პენ-მარათონსა” და ”წეროს” პროზაულ კონკურსშიც გაუმართლა.

”ზოგიერთისთვის წერა დროებითი აღმოჩნდა, ანუ იყვნენ ტიპები, ვინც წერდნენ, აქტიური იყვნენ საიტზე, მაგრამ მერე შეეშვნენ. ზოგმა ცოლი მოიყვანა ან ლოჯი მიიშენა, ზოგიერთი კი ვისთვისაც ეს ყველაფერი უფრო ნაკლებად იყო გართობა, შემორჩა აქაურობას”, –ამბობს თამთა.

იქაც კი, სადაც ადამიანებს ერთი რამის, ლიტერატურის სიყვარული აერთიანებთ, კონკურენცია არსებობს. ეს კი სხვადასხვა მეთოდებით ბრძოლად ნიშნავს. ბრძოლას კარგი სარეიტინგო ქულისთვის, ბრძოლას კონკურსში გამარჯვებისთვის, სტატუსისთვის.

ეს ბრძოლა კი მარტივი დასანახია, შორიდანაც კი. საკმარისია გადახედოთ გამოქვეყნებულ ნაწარმოებებში მითითებულ კომენტარებს,რომ მიხვდებით, ლიტერატურის გარდა, აქ სხვა ”სიყვარულიც” არსებობს.

”სულ ცოტათი მაინც.. რომ ვახერხებდეთ საკუთარ თავზე და პირადზე მაღლა დადგომას.. რომ არ “ვპატარაადამიანობდეთ”.. იქნებ დავფიქრებულიყავით კიდეც.. იქნებ უფრო ყურადღებით-აც წაგვეკითხა ნაწერი”, –  ამ ტიპის მოწოდებებს არაერთი ავტორის პირად გვერდზე წააწყდებით.

დიახ, საიტზე ავტორებს პირადი გვერდები აქვთ. სადაც მხოლოდ მათ მიერ გამოქვეყნებულ ლექსებს ნახავთ და კომენტარის დატოვებასაც შეძლებთ. რაც შეეხება შეფასების უფლებას, ეს მხოლოდ პრივილეგირებული მომხმარებლების პრეროგატივაა. ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი კი საიტზე აქტივობაა.

პირადი გვერდები და კომენტარები ამ გვერდებზე, თითქმის ყველა ავტორისთვის მტკივნეული თემა იყო. მათ შორის გამოცდილებისთვისაც. ვინც პირველად შეეჩეხა ღია და დაუფარავ კრიტიკას, რომელიც ხშირად ეთიკის ფარგლებსაც კი სცილდებოდა.

ეკა ქევანიშვილი, ახალგაზრდა პოეტი, რომელის საუკეთესო პოეტური დებიუტისთვის  ლიტერატურულ კონკურსს ”საბაზე” იყო წარდგენილი, მეგობრის რჩევით აღმოჩნდა საიტზე.

მას შემდეგ რაც საიტზე პირველად შევიდა, 6 წელი გავიდა. ეკა კი დღეს ისევ წერს ”ლიტჯელებისთვის”.  აქ ის ბევრს უყვარს, ამბობენ, რომ ეკას ბევრი ბაძავს, კომენტარებში ხშირად შეხვდებით ფრაზებს ”ქევანიშვილს ჰყავს”. ის ბევრისთვის ავტორიტეტია, ზოგისთვის კი პოეტი, რომელიც გაუგებარ ლექსებს წერს, ურითმოს და უშინაარსოს.

ეკა ქევანიშვილი
ეკა ქევანიშვილი

იდეა 2006 წელს განხორციელდა, სრულიად უსასყიდლოდ. რადგან მოიძებნა ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც მთელი ცოდნითი რესურსი ჩადეს, იმისთვის, რომ საიტი შემდგარიყო. და მართლაც დღეს, ლიბ.ჯი ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ლიტერატურული საიტია.

განსხვავებით ლიტერატურა.ჯისგან , ლიბ.ჯი ბიბლიოთეკაა, ეს კი ნიშნავს, რომ საიტის რედკოლეგია თავად წყვეტს რა დაიდოს საიტზე და რა არა. აქ შეხვდებით როგორც ქართველ, ასევე უცხოელ ცნობილ და პოპულარულ ავტორებს, მაგალითად უმბერტო ეკოს და ეტგარ კერეტს, ბელა ახმადულინას და მილორად პავიჩს. თითქმის ყველა ცნობილ ავტორს, რომელთა მოძებნა ალფაბიტის მიხედვით არის შესაძლებელი.

თუმცა ცნობილი ავტორების სიმრავლე სულაც არ ნიშნავს, რომ ლიბ.გე ახალგაზრდა ავტორებისთვის დახურული ზონაა. ნებისმიერ მსურველს შეუძლია გააგზავნოს ნაწარმოები, რომელსაც რედკოლეგია გაეცნობა და შემდეგ საიტზე განათავსებს, მოწონების შემთხვევაში.

გიორგი კეკელიძე ამბობს, რომ კვირაში დაახლოებით 100 ავტორი უგზავნის თავის ნაწარმოებს , ლიბ.ჯის რედკოლეგია კი მათგან  დაახლოებით 5-ს აქვეყნებს.

მაშინ, როცა საიტი დაარსდა  დღეში 300-400 ვიზიტორი ჰყავდა, დღეს კი ლიბ.გეს ყოველდღიურად 4000 ადამიანი ნახულობს.

ინტერნეტ გვერდის პოპულარობის მიზეზი გიორგის აზრით, ორი რამ არის:
”ინტერნეტის მომხმარებელთა ზრდა საქართველოში და ლიბ.ჯი–ს აქტიური მუშაობა.”

ენთუზიაზმი და ლიტერატურის სიყვარული, რაც იყო მიზეზი საიტის დაარსების, წლების მანძილზე არ განელებულა. ლიბჯეელები ყოველ წელს ახალი პროექტებით და ახალი ინიციატივებით გამოდიან. ხან კონკურსს ატარებენ, ხან კრებულს უშვებენ, ხანაც მეგობარ პოეტებს ეხმარებიან.

ლიბ.ჯი დღეს ლიტერატურული საღამოების მოწყობით არის დაკავებული. ელექტრონული ბიბლიოთეკა ”როკ კლუბთან” ერთად არტ საღამოებს აწყობს.

ყოველ ხუთშაბათს, საღამოს 8-ზე ლიტერატურის მოყვარულები იკრიბებიან როკ კლუბში.

მთავარი კი ის არის, რომ გაყიდული ბილეთების 70% ავტორს გადაეცემა. კლუბში უკვე გაიმართა პაატა შამუგიას და დათო ჩიხლაძის  საღამო.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
თამარ ჩხეიძე