საზოგადოება

დაქირავებულთა გახშირებული სუიციდი

23 თებერვალი, 2010 • • 1140
დაქირავებულთა გახშირებული სუიციდი

საფრანგეთში შესაძლოა სტრესის წინააღმდეგ ბრძოლის შეთანხმება გაფორმდეს დამქირავებელსა და დაქირავებულ შორის. ყოველშემთხვევაში ეს არის რჩევა,რომელიც საფრანგეთის შრომის მინისტრმა, ქსავიე დარკომ კომპანიებს მისცა.

ფრანს ტელეკომში 2008 წლიდან დღემდე თვითმკვლელობის 23 შემთხვევა მოხდა. პროფკავშირები სუიციდის შემთხვევებს უკავშირებს კომპანიის მენეჯმენტს. ხოლო თავად ფრანს ტელეკომში აცხადებენ,რომ კომპანიაში, სადაც 100 ათასი ადამიანი მუშაობს, ეს არ არის დიდი ციფრი. 

თუმცა რაც შეეხება სტატისტიკას, ოფიციალური მონაცემებით, საფრანგეთში 100 ათას ადამიანზე 26 თვითმკველობა ფიქსირდება, მათგან მხოლოდ 9 არის ქალი, დანარჩენი კი – მამაკაცი.

 1998 წლიდან, საფრანგეთის პროფკავშირების განცხადებით, აღნიშნული კომპანიიდან 40 ათასი სამუშაო ადგილი გაუქმდა, მას შემდეგ რაც ფრანს ტელეკომი პრივატიზირებული იქნა.

 აღმოჩნდა, რომ თვითმკველობების შემაშფოთებელი სტატისტიკა, არა მხოლოდ გასულ წლებში დაფიქსირდა, 2000 წელს ფრანს ტელეკომის 28 თანამშრომელმა დაასრულა სიცოცხლე თვითმკველობით. 

ბოლო სუიციდის შემთხვევა მოხდა 2009 წლის ბოლოს, როცა 32 წლის ქალბატონი ფრანს ტელეკომის ოფისიდან გადმოხტა.

ამ სტატისტიკით შეშფოთებულმა  შრომის მინისტრმა სტრესის შეჩერების ეროვნული გეგმა შეიმუშავა, რომელიც კომპანიებს გადაეგზავნა, თუმცა 1500 კომპანიიდან, მხოლოდ 300 -მა გამოთქვა თანამშრომლობის სურვილი და ხელი მოაწერა შეთანხმებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი