საზოგადოება

შეხვედრა დევნილთა საკითხებზე

22 თებერვალი, 2010 • 1186
შეხვედრა დევნილთა საკითხებზე

დღეს ფონდი “გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში – თბილისი” დევნლთა პრობლემებზე შეხვედრას მოაწყობს.

შეხვედრაზე მოწვეულ იქნებიან წარმომადგენლები პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტიდან, მინისტრის მოადგილე ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან და საქართვლოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები შიდა ქართლში.

შეხვედრას ასევე დაესწრებიან სკრის, კარალეთის და შავშვების დევნილთა დასახლებების სათემო ორგანიზაციის ლიდერები და მათი წევრები.

მრგვალ მაგიდას წაუძღვება ფონდი “გიფ-თბილისის” და საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოების ექსპერტი ჯანა ჯავახიშვილი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი