საზოგადოება

12/1

19 თებერვალი, 2010 • • 1345
12/1

ერთ კვირის მანძილზე (29 იანვარი- 4 თებერვალი ) საქართველოში არსებულმა მედია საშუალებებმა უმცირესობების თემაზე 18 სტატია გამოაქვეყნეს.

მედიის განვითარების ფონდი, რომელიცმედიის მონიტორიგს ახორციელებს აცხადებს, რომ ამ 18 ფაქტიდან 1 ნეგატიური გაშუქების მაგალითია, 13 პოზიტიურის, ხოლო 4 ნეიტრალური.

18 ფაქტიდან მხოლოდ ერთი ეხებოდან რელიგიურ უმცირესობას, დანარჩენი 17 კი ეთნიკურს. რაოდენობრივმა კვლევამ აჩვენა, მაშინ როცა რელიგიურ უმცირესობაზე 1 სიუჟეტი მომზადდა, 5 ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვებაში მართლმადიდებლობის გაშუქების ფაქტებმა ჯამში 12 შეადგინა.  

როგორც მედიის განვითარების ფონდი აცხადებს, ტელევიზიებს პროფესიული სტანდარტები არ დაურღვევიათ. თუმცა უმცირესობის დისკრიმინაციული გაშუქების ფაქტი დაფიქსირდა ორ გაზეთში: ასავალ დასავალსა და ჯორჯიან თაიმსში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი