საზოგადოება

ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი ხვალამდე გადაიდო

18 თებერვალი, 2010 • • 1272
ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი ხვალამდე გადაიდო

ცოტნე გამსახურდიას სასამართლო პროცესი ერთი დღით გადაიდო. დაცვის მხარემ შუამდგომლობა დააყენა მოსამართლე ლევან ჯორბენაძესთან, რომ ბრალდებულის გარეშე არ გაგრძელებულიყო სასამართლო პროცესი.

გამსახურდიას ადვოკატმა ქეთი ბექაურმა მოითხოვა, რომ  პროცესზე წარმოდგენილ ოპერატიულ მასალებს თავად ბრალდებული გაცნობოდა, რომელთან კონსულტაციების შედეგად მზად იქნებო დაცვის მხარე პროცესის გასაგრძელებლად. მოსამართლემ მხოლოდ ერთი დღით გადადო პროცესი,  თუმცა ადვოკატს უთხრა, რომ ბრალდებულთან აღნიშნულ საკითხებზე შეჯერების საშუალებას მისცემს ხვალ, სასამართლო პროცესის დაწყებამდე.

სასამართლო პროცესი ხვალ, 19 თებერვალს, 15:30 წუთზეა დაგეგმილი.

შეგახსნებთ, რომ დღეს  დღეს დანიშნული სასამართლო სხდომა უნდა ყოფილიყო მოსამზადებელი, სადაც გადაწყდებოდა, გაერთიანდებოდა თუ არა გამსახურდიას მიმართ ორი სისხლის სამართლის საქმე და განიხილებოდა თუ არა ისინი ერთად.

სასამართლოზე წარმოდგენილი იქნა პროკურატურის მიერ ოპერატიული მასალა, რომელსაც დაცვის მხარე არ იცნობდა, რაც გახდა მიზეზი სასამართლოს რამდენიმე საათით, მოგვინებით კი ერთი დღით გადადების მიზეზი. 

მასალების გადაბეჭდვის წესი