საზოგადოება

გამკაცრებული გრიფირების წესები

18 თებერვალი, 2010 • • 1393
გამკაცრებული გრიფირების წესები

გრიფირებულ სახელმძღვანელოს სკოლა 5 წლის მანძილზე ვერ შეცვლის, აცხადებს განათლების და მეცნიერების სამინისტრო.

სამინისტრომ გრიფირების ახალი წესის შემუშავებაზე მუშაობა დაასრულა. სახელმძღვანელობის გრიფის მთავარ კრიტერიუმად განისაზღვრა ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული საგნის სწავლების მიზნების შესაბამისობა სასკოლო სახელმძღვანელოსთან.

რაც შეეხება ეროვნულ სასწავლო გეგმას, ის საქართველოს მთავრობის მიერ 2004 წელს იქნა მიღებული. რაც ნიშნავს, რომ ყველა გადაწყვეტილება, რომელსაც სახელმწიფო ზოგადი განათლების სფეროში მიიღებს, უნდა ემსახურებოდეს სწორედ ამ 8 დებულებას.

შესაბამისად სასკოლო სახელმძღვანელოებიც სწორედ აღნიშნულ დებულებასთან უნდა იყოს შესაბამისობაში.

გარდა ამისა განსაზღვრულ იქნა სახელმძღვანელოს შეფასების ისეთი კრიტერიუმები, როგორებიც არის სახელმძღვანელოს ზომა, ქაღალდის ხარისხი, შრიფტის ზომა, ილუსტრაციების ხარისხი. გრიფირების წესში განისაზღვრა სახელმძღვანელობას შეფასების პროცედურა.

დღეიდან დაწესებული იქნება ბარიერი, რომლის გადალახვის შემთხვევაში სახელმძღვანელოს სკოლებში შეიტანენ.

სახელმძღვანელოს შემფასებლები საგნობრივი ექსპერტები, აკადემიური წრეების წარმომადგენლები და პედაგოგები იქნებიან. თუმცა საბოლოოს გადაწყვეტილებას ერთიანი საგნობრივი საბჭო მიიღებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი