ქართველი მოციგავის დაღუპვასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

საქართველოს ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელი გია ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სამართალდამცავებმა დაკითხეს  ვანკუვერში საციგაო ტრასის მშენებლები და დამკომპლექტებლები.

მომხდარ ტრაგიკულ შემთვევასთან დაკავშირებით, რომელსაც ქართველი მოციგავე ნოდარ ქუმარიტაშვილი ემსხვერპლა, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა.

”უსაფრთხოების ნორმები იყო დარღვეული, გარდა ამისა სიჩქარე იყო მაღალი, სპორტსმენი არ უნდა ამოვარდნილიყო საციგაო კალაპოტიდან”, –ამბობს ნაცვლიშვილი.

ნოდარ ქუმარიტაშვილი ვანკუვერიდან თბილისში ჩამოასვენეს, მას შაბათს, ბაკურიანში დაკრძლავენ.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ოლიმპიური ნაკრების წევრი 12 თებერვალს ვანკუვერში, უისტლერის ოლიმპიურ ტრასაზე სავარჯიშო დაშვებისას ციგიდან ამოვარდა და ლითონის კონსტრუქციას შეეჯეხა. 21 წლის ნოდარ ქუმარიტაშვილი საავადმყოფოში მიყვენის შემდეგ გარდაიცვალა. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
netgazeti.ge