რა ელით სტუდენტებს

სახელმწიფო დიპლომებს მიიღებენ ის სტუდენტები, რომლებიც არააკრედიტირებულ  უნივერსიტეტეტებში სწავლობენ. ეს მხოლოდ იმ სასწავლებლებს ეხებათ, რომლებსაც აკრედიტაციის ცენტრმა აკრედიტაცი ახლახანს გაუუქმა. 

სტუდენტები, რომლებმაც ეროვნული გამოცდების გზით ჩააბარეს უნივერსიტეტ ”მეტეხსა” და გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტში სახელმწიფო დიპლომებს მიიღებენ.

დავით კერესელიძე, აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ”ნეტგაზეთთან” საუბარში აცხადებს, რომ ის სტუდენტები, რომელთა შემთხვევაშიც დასტურდება უნივერსიტეტში ჩაბარება ეროვნული გამოცდების გზით, მიიღებენ სახელმწიფო დიპლომს.

სტუდენტები, რომლებიც წელიწადნახევრის განმავლობაში დაასრულებენ უმაღლეს სასწავლებელს მიიღებენ იმავე უნივერსიტეტის დიპლომს, რომელსაც სახელმწიფო დიპლომის სტატუსი ექნება. ხოლო დანარჩენები კი გადავლენ სხვა აკრედიტირებულ უმაღლეს სასწავლებლებში.

რაც შეეხება გადასვლის წესებს, კერესელიძის თქმით, გადასვლის საშუალებას ინდივიდუალურად მისცემს ესა თუ ის უმაღლესი სასწავლებელი. არ არის გამორიცხული სტუდენტებს აკრედიტირებულ უნივერსიტეტებში გადასასვლელად დამატებითი გამოცდების ჩაბარება დასჭირდეთ.

შეგახსენებთ, რომ აკრედიტაციის ეროვნულმა ცენტრმა 2010 წლის 18 იანვარს გაუუქმა აკრედიტაცია ორ უმაღლეს სასწავლებელს. უნივერსიტეტ ”მეტეხს” და ”გრიგოლ ფერაძის სახელობის უნივერსიტეტს”. აკრედიტაცია ორივე უნივერსიტეტს ერთი და იმავე მიზეზით გაუუქმდა. უნივერსიტეტებმა ეროვნული გამოცდების გვერდის ავლით მიიღეს სტუდენტები უმაღლეს სასწავლებელში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


თამარ ჩხეიძე