საზოგადოება

H1N1 ვირუსის სტატისტიკა და პროგნოზები

15 თებერვალი, 2010 • • 2334
H1N1 ვირუსის სტატისტიკა და პროგნოზები

H1N1 ინფექციური ვირუსი, რომელმაც საქართველოში 31 ადამიანი უკვე იმსხვერპლა, თებერვლის ბოლოს ახალი მასშტაბებით გავრცელდება.  

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ ვირუსის ახალ ტალღას თებერვლის ბოლოსთვის ელიან. თუმცა სანამ ახალ ტალღასთან ექიმებისა და პაციენტების ბრძოლა დაიწყებოდეს, დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ დრომდე არსებულ სტატისტიკას აჯამებს.

ზიანი, რომელიც ვირუსულმა ინფექციამ ვირუსის გავრცელების პირველ ეტაპზე მიაყენა საქართველოს მოსახლეობას ციფრებით ასე გამოიყურება: 31 ლეტალური  და 1279 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა.

0-4 წლამდე ასაკის სულ 210 ბავშვს ჰქონდა ვირუსული ინფექცია, მათ სიცოცლეს საფრთხე არ დამუქრებია. თუმცა 5-14 წლამდე ასაკის ბავშვებში ერთი გარდაცვალების შემთხვევა იყო, ლაბორატორიულად დადასტურებული ვირუსის შემთხვევა კი 409-ს ჰქონდა.

გარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელია 30-34 წლამდე ადამიანებში, სულ 15. თუმცა მას არ ჩამოუვარდება 15-29 წლამდე ასაკობრივი კატეგორია. ამ უკანასკნელ ასაკობრივ სეგმენტში 398 დაავადებულიდან 13 გარდაიცვალა.

ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ვირუსით დაავადების 65 წელზე ზემოთ ადამიანებში დაფიქსირდა, სულ 18 შემთხვევა იყო ლაბორატორიულად დადასტურებული და მათგან 2 ავადმყოფის სიცოცხლე ლეტალურად დასრულდა.

H1N1 ვირუსის ოფიციალური სტატისტიკა საქართველოში

ასაკობრივი ჯგუფი 0-4 5-14 15-29 30-64 65+ უცნობია სულ
შემთხვევა 210 409 398 228 18 16 1279
ლეტალური შემთხვევა 0 1 13 15 2 0 31

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ეპიდზედამხედველობის სამსახურის უფროსი ხთუნა ზახაშვილი ”ნეტგაზეთთან” საუბარში ადასტურებს, რომ მცხეთაში მცხოვრები 32 წლის ქალბატონი აღნიშნული ვირუსული ინფექციით გარდაიცვალა. მისი თქმით ქალბატონს მძიმედ  მიმდინარე ვირუსი ჰქონდა, თუმცა დამატებით გარდაცვალების მიზეზებზე კვლევა წარმოებს.

რაც შეეხევა საადამყოფოებში ჩივილებით მიკითხვის სტატისტიკას, ამ დროისთვის ის დაბალია, აცხადებს ზახაშვილი. თუმცა, მატებას დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი მომდევნო კვირებში ელის. 

მასალების გადაბეჭდვის წესი