საზოგადოება

საგარეჯოში გზები მოყინულია – გადაადგილება შეფერხებული

13 თებერვალი, 2010 • 1413
საგარეჯოში გზები მოყინულია  – გადაადგილება შეფერხებული

  როგორც რადიო “ჰერეთს” მძღოლებმა აცნობეს, მოყინული გზების გამო საგარეჯოსა და მისი ცენტრალური სოფლების გზებზე გადაადგილება ფაქტიურად შეუძლებელია. მათი ცნობით, ავტომაგისტრალზე არც ტექნიკური მარილია გაშლილი და არც გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

 საგარეჯოს გზაზე დღეს რამდენიმე ავტოსაგზაო შემთხვევაც მოხადა. მსხვერპლი არ არის.

 რადიო “ჰერეთი” საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელს დაუკავშირდა. გია ჩალათაშვილის განცხადებით, გზები თუ მოყინულია, ეს მისი პრობლემა არ არის.

 “ჩვენ შესაძლებლობის ფარგლებში გზები გავწმინდეთ. ახლა თუ მოყინულია, საგზაო დეპარტამენტმა იზრუნოს. აღნიშნული გზა არამხოლოდ საგარეჯოს, არამედ რესპუბლიკური მნიშვნელობისაა, ამიტომ ტექნიკური მარილიც მათ დაყარონ”, – განაცხადა საგარეჯოს გამგებელმა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი