საზოგადოება

მზის ბატარეები თუშებს

8 თებერვალი, 2010 • • 2340
მზის ბატარეები თუშებს

დღეს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამინსიტრომ ჩეხეთის დელეგაციას უმასპინძლა.

ვერონიკა საფრანკოვა, ჩეხეთის გარემოს დაცვის მინისტრის მოადგილე, გოგა ხაჩიძეს, საქართველოს გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების მართვის მინისტრს შეხვდა. ხოლო ჩეხეთის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე მიხაილ პასტკვინსკი კი საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარეს გიორგი შონვაძეს.

მინისტრების სასაუბრო თემა ევროპის სამეზობლო პოლიტიკას, აღმოსავლეთის პარტნიორობას, ევროკავშირის და წევრი ქვეყნების მიერ დაფინანსებული პროგრამებს შეეხო.

 პასტკვინსკიმ და  შონვაძემ საგრანტო ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ჩეხეთის განვითარების სააგენტო თუშეთის მოსახლეობისთვის დაახლოებით ნახევარი მილიონი დოლარის ღირებულების მზის ბატარეის სისტემებს შეიძენს.

”პროექტი მხარს უჭერს ალტერნატიური ენერგიის გამოყენებას, რომელიც ჩაანაცვლებს ამჟამად არსებული ენერგიის წყაროს, ასევე, ეს ღონისძიებები ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილებების წინააღმდეგ ბრძოლას და სათბური გაზების მიტიგაციას. ვფიქრობთ, პროექტი წარმატებული იქნება.“-განაცხადა ჩეხეთის განვითარების სააგენტოს თავმჯდომარემ მიხაილ პასტვინსკიმ.

 2003 წლიდან ჩეხეთსა და საქართველოს სამინისტროს შორის არ ყოფილა განხილული ურთიერთთანამშრომლობის პრიორიტეტები. კოპენჰაგენისა და თბილისის შეხვედრების შემდეგ წყლის რესურსების მართვისა და კლიმატის ცვლილებების მიმართულებით სამომავლოდ იგეგმება ერთობლივი პროექტების შემუშავება და კონკრეტული ღონისძიებების განხორციელება.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი