საზოგადოება

საქპატენტის ბიუჯეტი განახევრდა

8 თებერვალი, 2010 • • 2302
საქპატენტის ბიუჯეტი განახევრდა

საქპატენტი რეორგანიზების პროცესშია. რამდენიმე დღის წინ საქპატენტის ხელმძღვანელად ირაკლი ღვალაძე დაინიშნა.

მისი ინიციატივით ხორციელდება რამდენიმე ცვლილება. მათ შორის დანახარჯების მაქსიმალური დაზოგვა. (მაგალითად გასულ წელს საქპატენტის ხარჯები 800 ათას ლარს შეადგენდა, წელს კი მისი ბიუჯეტი ფორმირების შედეგად 450 ათას ლარამდე შემცირდა.)

საქპატენტის ინფორმაციით რეგისტრაციიდან შემოსული თანხები გადანაწილებული იქნება თანამშრომლებზე, ასევე მოხმარდება საჭიროებისამებრ ორგანიზაციას. ზედმეტი შემოსავლების არსებობის შემთვევაში თანხა სახელმწიფოს ბიუჯეტში გადაირიცხება.

საინტერესოა, რომ საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილებების პროექტი მომზადდა, ასევე მომზადდა პროექტი ინტელექტუალური საკუთრების ობიექტების რეგისტრაციისთვის დადგენილ საფასურზე. პროექტები უკვე გადაეგზავნა საქართველოს მთავრობას, განსახილველად.  

გარდა ამისა დღეს, საქპატენტში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ორგანიზაციამ მედიას და საზოგადოებას გააცნო ორგანიზაციის ახალი სიმბოლიკა და ის სიახლეები, რომელსაც მომავალში გეგმავს. 

ამიერიდან ეს ორგანიზაცია ქართული ბერნდების დაპატენტებას მოახდენს.

”თუშური ცხვარი, ჭოპორტის პომიდორი, ტყემალი, ჩურჩხელა დაპატენტდება. ეს კი მათ დაცვას უზრუნველყოფს იგივე ევროკავშირის ქვეყნებში” – ამბობს ღვალაძე.

მასალების გადაბეჭდვის წესი