საზოგადოება

კიდევ ორი ცივი დღე საქართველოში

5 თებერვალი, 2010 • • 3658
კიდევ ორი ცივი დღე საქართველოში

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღეს ცივი ჰაერის მასები გავრცელდება. გუშინდელი ძლიერი ქარი, დღესაც შენარჩუნდება, რასაც თოვლჭყაპი დაემატება. დაიწევს ჰაერის ტემპერატურაც.

თუკი ორი დღის წინ საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში 12-16 გრადუსი სითბო იყო, დღეს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა 5 გრადუსია.

მთიან რაიონებში  დღის მანძილზე ყინვაა მოსალოდნელი -5 გრადუსამდე.
მაღალმთიან რაიონებში კი -10 -15 გრადუსი იქნება.

სინოპტიკოსების ცნობით, დასავლეთ საქართველოში ნალექი 7 თებერვალს შეწყდება , თუმცა ნალექი და სიცივე აღმოსავლეთ საქართველოში შენარჩუნდება .

ცივი თებერვლის დღეები ხელს არ შეუშლის გაზითა და ელექტროენერგიით დედაქალაქის მომარაგებას. არსად იუწყებიან დაგეგმილი გათიშვის შესახებ, ასე რომ იყავით მშვიდად და თბილად ჩაიცვით, ცივი დღეები ჯერ კიდევ გრძელდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი