მოვაჭრეთა აქცია დასრულდა

მოვაჭრეთა აქცია რუსთაველის გამზირზე დასულდა. ხალხის პარტიის ლიდერი კობა დავითაშვილი თითქმის ერთი საათის მანძილზე ესაუბრებოდა პირველი საჯარო სკოლის წინ შეკრებილ ადამინებს და უკითხავდა საგადასახადო კოდექსს, რომელშიც ცვლილებები შევიდა.
კობა დავითაშვილი აქციის მსვლელობისას გამოთქვამდა უმაყოფილებას შეკრებილი ხალხის რაოდენობა, მან თქვა “გულწრფელად რომ ვთქვა უფრო მეტ ხალხს ველოდი.” 
რაც შეეხება ხალხის რაოდენობას, სავსე იყო პირველი საჯარო სკოლის ეზო, აქციის მონაწილეთაგან ნაწილი მოვაჭრე იყო, ხოლო ნაწილის თქმით, გულშემატკივრობდნენ მოვაჭრეების პრობლემებს. 
აქციას მოგვაინებით ლეიბორისტული პარტიის რამდენიმე წარმომადგენელიც შეუერთდა, მათ შორის ლეილა გაფრინდაშვილი, რომელიც აქციაზე სიტყვით გამოვიდა.
შეკრების დასასრულს კობა დავითაშვილმა სამოქმედო გეგმა დასახა. მან თქვა, რომ მომდევნო დღეებში შემოივლის ბაზრობებს და ორშაბათს 4 საათზე, პარლამენტის შენობის წინ გამართავს კიდევ ერთ აქციას მოვაჭრეებთან ერთად. 
Image 462
Image 462
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


netgazeti.ge