ბათუმში ილია ჭავჭავაძის ძეგლის ადგილას ნეპტუნის ქანდაკება დადგეს

ბათუმის დრამატული თეტრის წინ დღეს ქალაქის კეთილმოწყობის სამსახურმა ნეპტუნის ქანდაკების დამონტაჟება დაიწყო. ლატუნის მასალისგან დამზადებული ძეგლი ჩინეთიდან ჩამოიტანეს და მის დამონტაჟებაში ჩინელი სპეციალისტები მონაწილეობენ. ძეგლის ღირებულება ნახევარი მილიონი ლარია.

ქანდაკება რამდენიმე ფრაგმენტისაგან შედგება. პიედესტალზე, ცენტრში, დგას ნეპტუნის ქანდაკება, ნეპტუნის ქვემოთ კი ოთხი ქალთევზა, რომელთა მკერდიდანაც წყალი გადმოდის.  ქანდაკება თავის მხრივ შადრევანში იქნება განთავსებული. 

ქანდაკების ორიგინალი იტალიაში, ქალაქ ბოლონიის ცენტრში, პიაცა სინიორიას მოედანზე დგას.

როგორც “ნეტგაზეთს” ადგილზე უთხრეს, ნეპტუნის ქანდაკების მონტაჟი 15 თებერვალს უნდა დასრულდეს.

ბათუმის მერიის გადაწყვეტილებით ილია ჭავჭავაძის ძეგლი, რომელიც ბათუმის ი.ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის  წინ იდგა, უკანა მხარეს გადაიტანეს. ამ ფაქტს გასული წლის დეკემბერში საზოგადოების ნაწილის უკმაყოფილება მოყვა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ნანა კვაჭაძე