საზოგადოება

მეორადი სასკოლო წიგნების ბაზარი 2011-წლიდან

3 თებერვალი, 2015 • • 3052
მეორადი სასკოლო წიგნების ბაზარი 2011-წლიდან

მეორადი სასკოლო წიგნების ბაზრის იდეით დღეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი გამოვიდა. ეს ინიციატივა მან ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე გაახმოვანა.მისი თქმით ეს იდეა 2011 წლიდან განხორციელდება.

“მეორადი სახელმძღვანელოების ბაზარი, რაც მრავალ სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს სასკოლო წიგნის შეძენის პრობლემას მოუხსნის. ამასთანავე, მეორადი სახელმძღვანელოების ბაზრის არსებობა ზოგადად სახელმძღვანელოების ფასის შემცირებასაც გამოიწვევს.” აცხადებენ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პრეს-ცენტში.

გარდა ამისა შეხვედრის მთავარი თემა სასკოლო წიგნების გრიფირების გამკაცრებას ეხებოდა. მინისტრის თქმით უნდა შემუშავდეს გრიფირების ახალი სტანდარტები.


მასალების გადაბეჭდვის წესი