არაპოპულარული სასკოლო საგნის გაუქმის თაობაზე

სპორტის გაკვეთილების  აპრილის თვეში იქნება მზად

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში ფიქრობენ, რომ ფიზკულტურის გაკვეთილები არაპოპულარულია. “აქედან გამომდინარე საჯარო სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილებს სპორტის გაკვეთილები ჩაანაცვლებს,” აცხადებს სამინისტროს პრეს-სამსახური.

განათლებისა და მეცნიერების მინისტრიეს, დიმიტრი შაშკინის თქმით, ახალი პროექტის განხორციელებამდე, (რომელიც ითვალისწინებს ახალი სასწავლო წლიდან სკოლებში ფიზკულტურის გაკვეთილების გაუქმებას და სპორტის გაკვეთილების შემოღებას) შეირჩევა 50 სკოლა, სადაც პირველ ეტაპზე განხორციელდება ახალი რეფორმა.

სხვა რეფორმებთან ერთად (ახალი სასწავლო საგნის შემოღება, რომელიც სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსით არის ცნობილი), სპორტის გაკვეთილების სასწავლო გეგმა აპრილის თვეში იქნება მზად.

დღეს, ამ ცვლილებასთან დაკავშირებით შაშკინი შეხვდა კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრ ნიკოლოზ რურუას, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე დავით ნამგალაურს და სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციების ხელმძღვანელებს


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


netgazeti.ge