საზოგადოება

შიდსის ვირუსის ვაქცინა

29 ივლისი, 2010 • • 2447
შიდსის ვირუსის ვაქცინა

ივლისის თვის ჟურნალ “საიენსში” (Science) ახალი აღმოჩენის შესახებ გამოქვეყნდა, რაც იძლევა იმედს, რომ მეცნიერები შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო  ვაქცინის შექმნას შეძლებენ.

ამერიკელმა მეცნიერებმა აფრო-ამერიკელ 65 წლის მამაკაცში ანტისხეულები აღმოაჩინეს, რომელიც უკვე 20 წელია აივ მატარებელია. Uუცნობი მამაკაცი “დონორ 45-ის” სახელით არის ცნობილი. ის იმ მცირერიცხოვან ადამიანთა ჯგუფის წარმომადგენელია, რომელთაც “არაპროგრესირებადებს” უწოდებენ. რაც იმას ნიშნავს, რომ შიდსი მათ დიდი ხნის მანძილზე არ უვითარდებათ.

“დონორ 45-ის” ორგანიზმი სპეციალურ ანტისხეულებს (VRC01 და VRC02.) გამოიმუშავებს. თუ მეცნიერები შეძლებენ ანტისხეულების გამომუშავების მექანიზმი გამოიკვლიონ და შემდეგ ეს პროცესი გაიმეორონ, მაშინ შესაძლებელი იქნება, რომ შეიქმნას ვაქცინა, რომელიც შეძლებს სტიმულირება გაუწიოს ნებისმიერ ორგანიზმს, გამოიმუშაოს შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები.

აღმოჩენილი ანტისხეულები  ანეიტრალებენ შიდსის ვირუსის 91%-ს 190-მდე სხვადასხვა შტამისთვის.

“ამჟამად აღმოჩენილი ანტისხეულები თავს ესხმიან ვირუსის სტაბილურ ნაწილს, რომელიც არ იცვლება სხვადასხვა შტამებში და სწორედ ამით შეიძლება აიხსნას, რატომ შეუძლიათ მათ ასეთი დიდი რაოდენობით ვირუსის შტამების განეიტრალება”, ამბობს პროფესორი ჯონ მასკოლა.

ამ ანტისხეულების გადაქცევა წარმატებულ ვაქცინად, კვლავ  ურთულეს ამოცანად რჩება. მკვლევარებმა უნდა გამოყონ ვირუსის ის ნაწილი, რომელსაც ანტისხეულები ეწებება. შემდეგ ვირუსის ამ ნაწილის დახმარებით აღიჭურვოს ვაქცინა შესაბამისი “ცოდნით”, რომ აიძულოს ორგანიზმს გამოიმუშაოს VRC01 და VRC02. შიდსის ვირუსის გასანეიტრალებლად.

მასალების გადაბეჭდვის წესი