ილია მეორე 17 მაისს “ოჯახის სიმტკიცისა და მშობლების პატივისცმის დღედ აცხადებს”

მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა ილია მეორემ 17 მაისი- რა დროსაც მსოფლიოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება- საქართველოში “ოჯახის სიმტიკიცის,  მშობლების პატივისცემისა და მოხსენიების დღედ გამოაცხადა. ამის შესახებ ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ისაუბრა.

“ჩვენ მივიღეთ ასეთი გადაწყვეტილება და განჩინება, რომ ყოველი წლის 17 მაისს იყოს ოჯახის სიმტიკიცის, მშობლების პატივისცემის და მოხსენების დღე. ამ დღეს მთელი ერი უნდა გამთლიანდეს: მშობლები და შვილები. ამ დღეს უნდა აღვავლინოთ ლოცვები ერთითა პირითა, გულითა და გონებითა. სამღვდელოებას ეძლევა ლოცვა–კურთხევა, რომ 17 მაისის დღის 12 საათზე ჩაატარონ პარაკლისები ტაძრებში და ნაკურთხი წყალი ასხურუონ თავის სახლებს, ოჯახებს ქუჩებს და ტაძრებს. ასევე ეძლევა ლოცვა–კურთხევა ერის ადამიანებს, რომ ასხურონ ნაკურთხი წყალი თავის ოჯახს და თავს. პირველი ასეთი დღესასწაული იქნება 17 მაისს. თქვენ ნახავთ და იგრძნობთ როგორ გაძლიერდება სული, გონება და თქვენი სხეული. როგორ გაძლიერდება საქრთველო. ღმერთმა ძალა, მშვიდობა, სიხარული მოგცეთ და დალოცოს სრულიად საქართველო”, – განაცხადა ილია მეორემ. მის ქადაგებას სრულად შეგიძლია მოუსმინოთ აქ.

17 მაისს მსოფლიოში ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ მიმართულ საერთაშორისო დღეს 2004 წლიდან აღნიშნავენ. 2013 წელს, მაშინ, როდესაც უფლებადამცველბსა და ლგბტ აქტივისტებს თბილისში ღონისძიების ჩატარების საშუალება არ მიეცათ, მსგავსი აქცია მსოფლიოს 120 ქვეყანაში ჩატარდა. 17 მაისი არის დღე, როდესაც მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციამ განსხვავებული სექსუალური ორიენტაცია დაავადებათა კლასიფიკაციიდან ამოიღო. ეს მოხდა 1990 წელს.

2013 წლის 17 მაისს თბილისში ათასობით ადამიანი, მათ შორის მღვდლები დაუპირისპირდნენ ანტიჰომოფობიურ აქციას:

epa03704679 Georgian religious protesters cross a police cordon, during the anti-LGBT(Lesbian, Gay, Bisexual and Transgender) rally in Tbilisi, Georgia, 17 May 2013. The members of the LGBT were trying to mark International Day Against Homophobia, but were blocked by religious protesters.  EPA/ZURAB KURTSIKIDZE

epa03704677 Georgian religious protesters take part in the anti-LGBT (Lesbian, Gay, Bisexual and Transgender) rally in Tbilisi, Georgia, 17 May 2013. The members of the LGBT were trying to mark International Day Against Homophobia, but were blocked by religious protesters.  EPA/ZURAB KURTSIKIDZE

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი

დათო ქოქოშვილი