საზოგადოება

ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს [ფოტო]

9 მაისი, 2014 • • 4135
ვაკის პარკში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღნიშნეს [ფოტო]

ფაშიზმზე გამარჯვების  აღსანიშნავად ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს უმასპინძლეს. 2014 წლის 9 მაისი

ანზორ ახვლედიანი თავის შვილიშვილ ელენესთან ერთად მივიდა ვაკის პარკში. იგი მამასთან და 6 ძმათან ერთად ლენინგრადში იბრძოდა. ომში ექვსივე ძმა დაკარგა. იგი ამბობს, რომ 9 მაისი მისთვის ყველაფერია.  2014 წლის 9 მაისი

მიხეილ ბეიტრიშვილი (90) 9 მაისის აღსანიშნავად ვაკის პარკში მივიდა. იგი იხსენებს, რომ ომის დროს თოვლსა და ყინვაში ათენებდა ღამეებს. იგი ტანკისტი იყო.

ვლადიმერ მღებრიშვილი მეორე მსოფლიო ომის მონაწილე არ არის, თუმცა ომის ვეტერენია. მისი თქმით, 25 წელი იმსახურა შეიარაღებულ ძალებში და 9 მაისი მისთვის მნიშვნელოვანი დღეა.  2014 წლის 9 მაისი

ვახტანგ ბაბუნიძეს ახარებს, რომ 9 მაისი ვაკის პარკში აღინიშნა. იგი 17 წლის იყო ომში როცა წავიდა. პოლონეთში დაიჭრა და შინ დაბრუნდა. განსხვავებით მისი ორი ძმისგან, რომლებიც ომში დაიღუპნენ.  2014 წლის 9 მაისი

22 ივნისს 42 წელში, რომ დავიწყე ომი, 44 წლის 7 ოქტომბერს დავამთავრე. ომი რომ დავიწყე 24 წლის ვიყავი. ახლა ვარ 97 წლის,- მოსე მდინარაძე. ვაკის პარკი, 2014 წლის 9 მაისი.

მეორე მსოფლიო ომის მონაწილე ვეტერანები  ვაკის პარკში 9 მაისს აღნიშნავენ. 2014 წლის 9 მაისი

სტალინგრადიდან პოლონეთამდე სამხედრო ჰოსპიტალში ვიმუშავე, 11 წლის ვიყავი ომი რომ დაიწყო. ეს დღე ჩემთვის საბედნიეროცაა და სამწუხაროც. მამა ომში გარდამეცვალა. დები და ძმები არ მყავს, არც შვილები და მეუღლე და ასე დავრჩი, ამბობს ლუიზა შმინიაკი. 09.05.2014

თამარა შტაკი (90) ლენინგრადის ბლოკადა გამოიარა. იგი არმიაში ჩაეწერა იმისთვის, რომ შიმშილით არ მომკვდარიყო. ომში მშობლები და 4 და-ძმა გარდაეცვალა. 2014 წლის 9 მაისი

სვეტლანა ეფიმოვამ ლენინგრადის ბლოკადა გამოაიარა. მამისი ბათუმელი მეზღვაური იყო, ხოლო დედა ხოლო დედა ოფიცრებისთვის საჭმელს ამზადებდა. იგი 75 წლის არის და იუბილეს გადასახდელად ემზადება. 2014 წლის 9 მაისი

დავით დემეტრაშვილი იგონებს, რომ ყველაზე დიდი ბრძოლა კურსკის მიდამოებში გადაიტანა: რომ იცოდეთ, ომის დროს ფეხით გავლილი მაქვს 3 ათასი კილომეტრი. ჩემია ეს გამარჯვება და ვიგონებ წარსულს და იმას რაც გადავიტანე. 2014 წლის 9 მაისი

ომის მონაწილე 9 მაისს აღნიშნავს ვაკის პარკში სტალინის სურათით. 2014 წლის 9 მაისი

მარია ლეპიოშკინა უცნობი ჯარისკაცის საფლავთან მეორე მსოფლიო ომის დროს დაღუპილი ბიძებისთვის და სიძისთვის სანთელს ანთებს: “ძალიან მძიმე დღეა. შარშან ვერ მოვედი და წელს ვიფიქრე, რომ უნდა მოვიდე და სანთელი დავუნთო.  მე ისეთ ასაკში ვარ, ჩემთვის ძნელია ყოველ წელ

ომის ვეტერანები ვაკის პარკს ტოვებენ. 2014 წლის 9 მაისი

ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინებით შეამკეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერმინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პოლიტიკოსებმა, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებმა. 2014 წლის 9 მაისი

მასალების გადაბეჭდვის წესი