საზოგადოება

ადამიანები საქართველოდან – სულიკო

5 თებერვალი, 2014 • 1977
ადამიანები საქართველოდან – სულიკო

 

„ზაფხულში ცოლთან ერთად ამოვდივარ სოფელში, მიწას დავამუშავებ, მოსავალს ავიღებ, ყურძენს დავწურავ. ჩავალაგებ მოწეულს მანქანაში და წავალთ ქალაქში.  მანქანა თითქმის ჩემი ასაკისაა, 70 წლის. ჯარში ვმსახურობდი, როცა ვიყიდე, საგულდაგულოდ ვუვლი, თვალის ჩინივით ვუფრთხილდები, გადავღებე, შევაკეთე და ჩვეულებრივად მუშაობს.

კარგა ხნის წინ მყიდველი გამომიჩნდა, 15 000 დოლარი შემომთავაზა, იმ თანხით მაშინ ბინას ვიყიდდი, მაგრამ უარი ვთქვი, არ ვაპირებ გავყიდო, შვილიშვილს უნდა დავუტოვო საჩუქრად“.  

 

  

© Project „Humans of Georgia“

2014

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი