Interviewsსაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მთავარი მისია დაარსებიდან 15 წლისთავზე

4 ივლისი, 2018 • 3397
ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს მთავარი მისია დაარსებიდან 15 წლისთავზე

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიურო 15 წლისაა. 1993 წელს გერმანიაში დაარსებული, მწვანე პოლიტიკაზე, დემოკრატიასა და ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული ორგანიზაციის ფილიალი თბილისშიც გაიხსნა და მუშაობას რეგიონის სამ ქვეყანაშისაქართველოში, აზერბაიჯანსა და სომხეთში შეუდგა.

დაარსებიდან 15 წლისთავზე ბიუროსბალანსზეირიცხება არაერთი საჯარო დისკუსია, პუბლიკაცია, სემინარი თუ სხვა სახის ღონისძიება. როგორ აფასებს ორგანიზაცია გასული წლების მანძილზე გაწეული მუშაობის შედეგებს, არსებულ გამოწვევებსა და რეგიონის სამი ქვეყნის მსგავსებაგანსხვავებებს? – ამ და სხვა საკითხებზენეტგაზეთსჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის ბიუროს დირექტორი, ნინო ლეჟავა ესაუბრა.

ზოგადი კითხვით დავიწყოთ: რაში მდგომარეობს ფონდის მთავარი მისია და აღსრულების რა ეტაპზეა ამჟამად?

ფონდის მთავარი მისია არის სამართლიანი, ტოლერანტული და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის განვითარებისთვის ხელის შეწყობა. რა თქმა უნდა, ეს მისია  არის გარკვეული სამომავლო ხედვა, რომლის სრულფასოვნად, ერთბაშად შესრულება არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ორგანიზაციისთვის, არამედ ზოგადადაც, შეიძლება, შეუძლებლად ჩაითვალოს.

თუმცა მისია სწორედ იმისთვისაა და ხედვაც იმისთვის ვითარდება, რომ მუდმივად ესწრაფვოდე მის მიღწევას. 15 წლის წინაც ჩვენი მიდგომა იყო, რომ ჩვენი შედარებით მწირი რესურსით ხელი შეგვეწყო საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მცხოვრები ადამიანების განვითარებისა და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის დამკვიდრებისთვის.

რა შეცვალა ბიოლის ფონდმა საქართველოს საზოგადოებრივ დისკურსში გასული 25 წლის მანძილზე?

ეს ძალიან კარგი კითხვაა და  ბოლო თვეების განმავლობაში კიდევ ერთხელ ჩავუღრმავდით მას რეფლექსიისთვის, რადგან, იუბილე მხოლოდ საზეიმო ვითარება არაა და ის გარკვეულ რეფლექსიასაც გულისხმობს. ჩვენთვის, ფონდის თანამშრომლებისთვის საინტერესო იყო, გადაგვეხედა, ერთი მხრივ, განხორციელებული პროექტებისა და მათი მონაწილეთა რაოდენობისთვის, გამოცემულ პუბლიკაციათა რიცხვისთვისმაგრამ არის არა მხოლოდ რაოდენობრივი, არამედ თვისებრივი მონაცემებიც. სწორედ თვისებრივი მონაცემები არის ძალიან საინტერესო.

2002-ში გადაწყდა მაშინდელი გერმანიის ფედერაციული მთავრობის კავკასიის ინიციატივის პროგრამის ფარგლებში და 2003 წლიდან დაიწყო ფონდმა აქ ფუნქციონირება. ჩვენი საქმიანობის წამოწყება უაღრესად მღელვარე პერიოდში მოგვიწია. ვარდების რევოლუცია რამდენიმე თვეში მოხდა, ამას წინ უძღოდა საკმაოდ დაძაბული პოლიტიკური ვითარება. უკვე შემდგომ, 2004-ში იყო აჭარის მოვლენებიც.

კარგად მახსოვს ამ პერიოდში ჩატარებული საჯარო დისკუსიები, რომელიც ყოველ ორ კვირაში ერთხელ ტარდებოდა ხოლმე თბილისში, ჩვენს ბიუროში. მაშინ, ფაქტობრივად, ერთადერთი პოლიტიკური პლატფორმა ფონდი იყო, სადაც საზოგადოებრივპოლიტიკური საკითხები თანმიმდევრულად განიხილებოდა. სწორედ ამ დისკუსიის მიმდინარეობისას ძალიან დაიძაბა აჭარაში სიტუაცია. მახსოვს, დათო ბერძენიშვილი იყო ერთერთი თანამომხსენებელი. ძალიან ბევრი ჟურნალისტი ესწრებოდა ამ ღონისძიებას, მათ შორის იყო ნანა ლეჟავა, რომელიც მაშინრუსთავი2″-ში მუშაობდა და ძალიან სწრაფად სჭირდებოდა კომენტარი ერთერთი მომხსენებლისაგან, რომელიც იმ მომენტში პოდიუმზე იდგა და ლაპარაკობდა.

ეს იმის მაგალითად მოვიყვანე, რომ ვცდილობდით, სწორედ ამ განვითარებისთვის ფეხი აგვეწყო ჩვენი ექსპერტიზის, დაკვირვების საფუძველზე. სწორედ ამიტომ წამოიწყო ბიოლის ფონდმა 2004 წლის თებერვალში საჯარო დისკუსიების პროექტი, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში არსებობდა. შემდეგ ეს ფორმატი გაფართოვდა ისე, რომ რეგულარულად ვატარებდით დისკუსიებს ქუთაისშიც და ბათუმშიც და დღემდე ვატარებთ არა მხოლოდ ქუთაისსა და ბათუმში, არამედ ყველა მნიშვნელოვან დიდ თუ პატარა ქალაქში.

ასე რომ, შეგვიძლია დავიჩემოთ, რომ საჯარო დებატების, საჯარო დისკუსიის კულტურის განვითარებაში ჩვენი წვლილი შევიტანეთ. ხშირად ვხვდები ადამიანებს, რომლებიც ახლა თავად არიან ფეხმოკიდებულნი საჯარო დისკურსში, რომლებიც ხშირად ამბობენ, რომ სტუდენტობისას ან მაშინ, როცა იწყებდნენ ამ მიმართულებით მუშაობას, მათთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ბიოლის ფონდის დისკუსიებში მონაწილეობა. ისინი აქედან იღებდნენ ხოლმე მაგალითს და პრინციპში, დღეს რომ თბილისში სხვადასხვა სახის დისკუსია ტარდება, ახლაც ხშირად გვაკითხავენ კონსულტაციებისთვის. ეს ერთერთი მაგალითია, როგორ შევიტანეთ მრავალფეროვანი დისკუსიის კულტურაში წვლილი და, რა თქმა უნდა, სწორედ დისკუსიის უნარი და პლურალიზმია მონაწილეობითი დემოკრატიის ერთერთი მთავარი საფუძველი.

ამავე დროს, არა მხოლოდ ფორმატზე შეგვიძლია აქ ვისაუბროთ. არის თემები, რომლებიც ბიოლის ფონდმა 2004 წლიდან წამოწია ქართულ საზოგადოებაში. ეს იყო თუნდაც ტაბუირებული თემები, რომელთა წამოწევაც პროვოკაციულადაც აღიქმებოდა პოლიტიკისა  და საზოგადოების ზოგიერთი ჯგუფების მხრიდან. ეს ხდებოდა მაშინ, როცა, მაგალითად, ნაციონალიზმისა და რელიგიური ფუნდამენტალიზმის საკითხებზე ვსაუბრობდით; ან, ზოგადად, გენდერული თანასწორობისა და ჰომოფობიის საკითხებზე

ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ ბიოლის ფონდი იყო პირველი საქართველოში, რომელმაც პირველმა დაუთმო პლატფორმა ლგბტ უმცირესობის წარმომადგენლებს იმისათვის, რომ მათ თავად ესაუბრათ საჯაროდ თავიანთ პრობლემებზე. მახსენდება ისეთი თემებიც, როგორიცაა, მაგალითად, ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების, ქართულაფხაზური და ქართულოსური ურთიერთობების, ევროპასთან ინტეგრაციის საკითხები, ასევე საბჭოთა წარსულის გააზრების თემა, რომელიც ასევე საკმაოდ მძაფრ დისკუსიას იწვევდა ხოლმე.

ფონდის მთავარი მისია, რომელზეც ზემოთ ვისაუბრეთ, გასაგებია. თუმცა გასული 15 წელი საქართველოსთვის არაერთი საზოგადოებრივპოლიტიკურიქარტეხილითაღინიშნა. საინტერესოა, როგორ იცვლებოდა ფონდის პრიორიტეტები პროცესების განვითარების პარალელურად?

ჩვენ ვმუშაობთ რეგიონულ კონტექსტში. ბიურო მუშაობს თბილისში, თუმცა ჩვენ სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანასა და დე ფაქტო რესპუბლიკებში არსებულ სიტუაციას ვადევნებთ თვალს და მას ვუკეთებთ ანალიზს. შესაბამისად, ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს ყოველთვის უფრო გრძელვადიანი, სამწლიანი სტრატეგია, რომელიც არის შემუშავებული მოკვლევის საფუძველზე სწორედ იმისთვის, რომ ასეთმა დროებითმა საზოგადოებრივპოლიტიკურმა რყევებმა არ შეცვალოს, ზედმეტად სპონტანური არ გახადოს ჩვენი ყოველდღური საქმიანობა. მეორე მხრივ,  მოქნილობას ვინარჩუნებთ იმისათვის, რომ ახალი თემებისა და პროცესების მიმართ არ დავრჩეთ ჩაკეტილები.

შეიძლება ითქვას, რომ მაგალითად, 2008 წლამდე,  ფონდის სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით, ვგულისხმობ ქართულაფხაზურ დიალოგს არასამთავრობო დონეზე, საკმაოდ საინტერესო შედეგები გვქონდა. თუმცა გასაგებია, რომ ორ ნაომარ საზოგადოებას შორის შერიგება და შეთანხმება ასე სწრაფად ვერ დადგებოდა და ამის ამბიციაც არ გვქონია.

როცა ჩვენ თბილისში საქმიანობას ვიწყებდით, ფონდის გახსნისას და მის პირველ ღონისძიებებზე აფხაზეთიდანაც ჩამოდიოდნენ მონაწილეები. გვყავდა, მაგალითად, აფხაზი სტიპენდიანტებიც. თუმცა სააკაშვილის მთავრობის ხისტი მიდგომების გამო და განსაკუთრებით მაშინ, როცა დიალოგის გზები ჩაიკეტა ომის შედეგად, ეს საინფორმაციო გაცვლა უფრო გართულდა.  როცა ინტერესი ორივე მხრიდან ისევ გაჩნდა, კვლავ გავაგრძელეთ ქართულ-აფხაზური დიალოგის ხელშეწყობა: ამჟამად უკვე საქართველოში კი არა, სტამბოლში, ბერლინში, ლონდონში, სხვა ქვეყნებში

ჩვენი მიდგომის ნაწილია ის პროექტიც, რომელიც თავდაპირველად ჟურნალლიბერალთანერთად წამოვიწყეთ 2010 წელს. ეს იყო გასაშუქებელი ამბების მოწოდება ოკუპირებული რეგიონებიდან, რათა ჟურნალისტებს შორის ყოფილიყო ინფორმაციის გაცვლა და ამავე დროს, ქართველ მკითხველსაც შეძლებოდა კონფლიქტის რეგიონიდან მეორე მხარის პოზიციის გაცნობაც. ეს პროექტი ამჟამად სწორედნეტგაზეთთანერთად ხორციელდება და, ვფიქრობ, ამ პროექტმაც თავისი შედეგი მოიტანა იმ მხრივ, რომ გაჩნდა ახალი სამხრეთკავკასიური ფორმატები, რომლებიც სწორედ დიალოგს და თანამშრომლობას უწყობს ხელს.

რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებსა და სამხრეთ კავკასიის პროექტს შევეხეთ, გკითხავთ, რა შეიძლება შეცვალოს იქაური ხედვის მოსმენამ და გაანალიზებამ ქართულ საზოგადოებაში? ზოგიერთ შემთხვევაში, მასალებში მოცემული მოსაზრებები წინააღმდეგობრივ განწყობებსაც შეიძლება იწვევდეს, რაც ბუნებრივიცაა

ამაზე ცალსახა პასუხი ვერ იარსებებს, თუმცა მხარეებს უნდა ჰქონდეთ ერთმანეთის პოზიციის გაცნობის შესაძლებლობა. აქ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ერთმა მხარემ აუცილებლად უნდა გაიზიაროს, გაისიგრძეგანოს მეორის პოზიცია, მაგრამ იცოდე იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს შენი მეზობელი, რომელთანაც კონფლიქტი გქონდა, ან ის ადამიანი,  რომელსაც შენ თანამემამულედ თვლი, თუმცა ის არ გთვლის ასეთად, ასევე, ამ პრობლემებისთვის თვალის გასწორება ძალიან მნიშვნელოვანია. ეს არის ქვაკუთხედიერთმანეთის მოსმენის უნარი, რაზეც შეიძლება შემდეგ სამომავლო ურთიერთობები აიგოს. ცალსახაა, რომ 2008 წლის ომამდეც და შემდეგაც, რუსეთი არის ის აქტორი სამხრეთ კავკასიაში, რომელსაც ყველაზე ნაკლებად აწყობს რეგიონის ქვეყნების და კონფლიქტის მხარეების დაახლოება, ერთმანეთთან კონტაქტი და ნაბიჯნაბიჯ, სისტემურად უშლის ხელს ამ ურთიერთობების განვითარებას.

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყანაში მუშაობს. საინტერესოა, რა მსგავსებაგანსხვავებებით ხასიათდება ეს ქვეყნები და როგორ აისახება ეს თქვენი მუშაობის სპეციფიკაზე?

აპრილის ბოლომდე რომ დაგესვათ ეს კითხვა ჩემთვის, გეტყოდით, რომ სამხრეთ კავკასიის სამივე რესპუბლიკა ძალიან განსხვავებული მიმართულებებით ვითარდება. თუ მხედველობაში მივიღებთ იმას, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ სამ რესპუბლიკას მეტნაკლებად ერთნაირი მოცემულობა აკავშირებდათგრძელვადიანი, 70-წლიანი საბჭოთა გამოცდილება, სამოქალაქო და ეთნოპოლიტიკური კონფლიქტების დამანგრეველი გამოცდილებაჩვენ უკვე 2003 წლის ვარდების რევოლუციის შემდეგ დავინახავდით, რომ ეს პროცესი უკვე ძალიან განსხვავებულად ვითარდებოდა:

საქართველო კარგა ხანს ითვლებოდა სამხრეთ კავკასიის ყველაზე პროგრესულ რესპუბლიკად, რომელიც ყველაზე მეტად იყო მიმართული ევროინტეგრაციაზე, უფრო ეფექტურ რეფორმებსაც ახორციელებდა და განვითარების ნაბიჯებიც დადებითაც ფასდებოდა გარედან, საერთაშორისო პარტნიორებისგან.

აზერბაიჯანი ამ წლების განმავლობაში სულ უფრო იკეტება საკუთარ საზღვრებში დ,ა შესაბამისად, ნავთობის ეკონომიკისთვის დამახასიათებელ რეჟიმად იქცევა.

სომხეთს კი მუდმივად ჰქონდა ე.წ ორვექტორიანობის გამოწვევა: ერთი მხრივ, თითქოს დასავლურ სტრუქტურებთან ინტეგრაცია, მეორე მხრივ კი, სტრატეგიული პარტნიორისრუსეთის ინტერესების მუდმივად გატარება. ამავე დროს, საკმაოდ ზანტი დემოკრატიული პროცესები, რომლებიც განსაკუთრებით 2008 წლის შემდეგ სუსტდებოდა და ჯერ კიდევ გასულ წელს ღრმად ფრუსტრირებულ საზოგადოებასთან გვქონდა საქმე. შესაბამისად, ის, რაც აპრილმაისის მოვლენების დროს მოხდა – სომხეთის ხავერდოვანი რევოლუცია – მთლიანად სამხრეთ კავკასიისთვისაც საკმაოდ პროგრესულ მოვლენად შეგვიძლია შევაფასოთ თუნდაც იმიტომ, რომ სომეხ კოლეგებს ახლავე აქვთ გააზრებული ის გამოწვევები, რაც პოსტრევოლუციური ქვეყნებისა და საზოგადოების წინაშე დგას. ისინი თითქოს უფრო პრაგმატულები არიან ამ ეტაპისთვის, ვიდრე ქართული საზოგადოება იყო 2003 წლის შემდეგ, და შეიძლება გვქონდეს იმედი, რომ უფრო ნაკლებ შეცდომას დაუშვებენ. თუმცა სომხეთს გეოპოლიტიკიური თვალსაზრისით უფრო რთული ვითარება აქვს.

შესაბამისად, სამხრეთ კავკასია დღეისათვის საკმაოდ ჰეტეროგენული სივრცეა და ჩვენც ხშირად ვაკრიტიკებთ ამ მიდგომას, რამდენად შეიძლება, კავკასიონის, შავი და კასპიის ზღვების გეოგრაფიულ არეალში მოქცეული ქვეყნების ერთ პოლიტიკურ სივრცედ აღქმა. ასევე, მუდამ ვცდილობთ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს ეს სამივე ქვეყანა შესაბამისად, სხვადასხვა კუთხით წარმოვუჩინოთ.

სამუშაოდ ყველაზე რთული ქვეყანა, ალბათ, აზერბაიჯანია. ორგანიზაციების ნაწილს, მათ შორის, “რადიო თავისუფლებას“, აქ მუშაობა საერთოდ აეკრძალათ. თქვენ რა სირთულეებს აწყდებით?

მთავარი სირთულე არის ის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს, ამ შემთხვევაში, ფონდსაც, რეგისტრაციის შესაძლებლობა არ აქვს ამ ეტაპზე. ხოლო იმ ორგანიზაციებს, რომელთაც რაღაც ეტაპამდე ჯერ კიდევ ჰქონდათ შესაძლებლობა იქ მუშაობისა, სულ უფრო და უფრო ეზღუდებოდათ ეს სივრცე.  2006 წელი შეიძლება მოვნიშნოთ იმ მომენტად, როცა გაჩნდა მოთხოვნა არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის გართულებული რეგისტრაციის წინაპირობის სახით, რამაც ბევრ ჩვენს პარტნიორს დიდი პრობლემები შეუქმნა.

2006 წლიდან განსაკუთრებით იზღუდებოდა ეს თავისუფალი სივრცეები. რაც ნელნელა მედიასაც შეეხო, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც, პოლიტიკურ აქტორებსაც. შესაბამისად, ამ ეტაპზე ჩვენ აზერბაიჯანში პროექტებს ვერ ვახორციელებთ, რადგან არალეგალურად ამის გაკეთება არ გვსურს, ხოლო ლეგალურად, ფაქტობრივად, ბევრი ვერაფერია შესაძლებელი.  რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს კონტაქტი აზერბაიჯანის მოქალაქეებთან , თვალს ვადევნებთ პოლიტიკის, ადამიანის უფლებებისა და კულტურის სფეროში განვითარებულ პროცესებს, ვაანალიზებთ მათ და ვცდილობთ, სხვადასხვა მეთოდებით დავუჭიროთ მხარი იმ ადამიანებს, რომლებიც თავისუფლების დამკვიდრებისთვის იბრძვიან აზერბაიჯანში.

დასასრულს რომ ვთქვათ, რატომ არის მნიშვნელოვანი ფონდის მუშაობა საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში?

პირველი არის ის დაგროვილი გამოცდილება და ვალდებულებები, რომლებიც პარტნიორებთან გვაკავშირებს. ჩვენს ფონდს სხვა, ტიპური დონორებისაგან გამოგვარჩევს ის, რომ ხშირად ვეხმარებით არა მხოლოდ დიდ, კარგად განვითარებულ არასამთავრობო ორგანიზაციებს, არამედ ხელს ვუწყობთ საინიციატივო ჯგუფების, ახლად ფეხადგმული არასამთავრობო ორგანიზაციების განვითარებას, რაც ბევრად უფრო რთულიცაა ხშირად; შემდეგ კი,გადავულოცავთ ხოლმე უფრო დიდ დონორებს, რომელთა თვალშიც ჩვენთან განხორციელებული პროექტების შედეგად მათ უფრო მეტი ნდობა აქვთ მოპოვებული. შესაბამისად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ასეთი საინიციატივო ჯგუფები, ჩვენი ყოფილი სტიპენდიანტები, სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში მონაწილე ადამიანები.

მეორე მხრივ, ის, რომ არსებობს რეგიონში მომუშავე გერმანული, ევროპული პოლიტიკური ფონდი, რომელსაც აქვს ადგილობრივი ექსპერტიზა, არის ძალიან მნიშვნელოვანი, რათა ეს ექსპერტიზა მოხვდეს არა მხოლოდ ევროპული დედაქალაქების ფოკუსში, არამედ ევროპული ინსტიტუციების ინფორმაციის ველშიც. აქაც ვხედავ ჩვენი ბიუროს ძალიან დიდ როლს, ვინაიდან ჩვენ არა მხოლოდ წინასაარჩევნო პერიოდში ან გარკვეული კრიზისული ვითარებისას გვიკავშირდებიან უშუალო ანალიზისთვის, არამედ რეგულარულად ვაქვეყნებთ ამა თუ იმ სფეროს მიხედვით ჩვენი და ჩვენი პარტნიორების ანალიზსაც; ვაკავშირებთ უცხოელ კოლეგებს, როგორც მეცნიერებს, ისე პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებსა და ანალიტიკოსებს ადგილობრივ ექსპერტიზასთან.

ეს ორმხრივი დიალოგი არის ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ევროპაშიც შესაძლებელი იყოს სწორი გადაწყვეტილებების მიღება იმ რეგიონთან და იმ ქვეყნებთან მიმართებით, სადაც ჰაინრიჰ ბიოლის ფონდი მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი