საზოგადოება

“რატომ ფემინიზმი?”- ბაია პატარაიას საჯარო ლექცია [ვიდეო]

1 ნოემბერი, 2013 • • 3249
“რატომ ფემინიზმი?”- ბაია პატარაიას საჯარო ლექცია [ვიდეო]

დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფის წევრმა ბაია პატარაიამ თქვა, რომ მთავრი მიზეზი, რის გამოც ბიბლიოთეკის დირექტორის, გიორგი კეკელიძის შეთავაზებას, ჩაეტარებინა ლექცია ფემინიზმის თემაზე, უპირველესად იმიტომ დათანმხდა, რომ ამ თემაზე საუბარი საკმარისად არ მიმდინარეობს.

მისი თქმით, ფემინისტობა საქართველოში სტიგმასთან ასოცირდება, თუმცა ფემინიზმისადმი ასეთი დამოკიდებულება იმ საზოგადოებებშიც გვხვდება, სადაც ამ მოძრაობას უფრო დიდი ტრადიციები აქვს.

„ბევრს მიაჩნია, რომ ეს არის თავსმოხვეული, მოდა და ქართულ რეალობაში არ აქვს საფუძვლები და არის უფრო წამხედურობა. თუმცა ფემინიზმს აქვს ძალიან საინტერესო ისტორია ჩვენს ქვეყნანაში,“- ბაია პატარაიამ გაიხსენა ბარბარე ჯორჯაძე, ეკატერინე გაბაშვილი და ეკატერინე მიქელაძე, რომლებიც ერთ-ერთ პირველ ფემინისტებად მიიჩნევიან.

საუბარი ძირითადად თანამედროვე ქართულ ფემინისტურ მიმდინარეობასა და არსებულ პრობლემებს დაეთმო. ბაია პატრაიამ „დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფის“  საქმიანობასა და მის ჩამოყალიბებაზე ისაუბრა, რომ ახალგაზრდა აქტივისტებმა რეაქტიული ღონისძიებების ჩატარება დაიწყეს საჭიროებიდან გამომდინარე.

ყველაფერი აბორტის საინააღმდეგო აქციით დაიყო სამი წლის წინ. ახალგაზრდა აქტივისტებმა მოაწყვეს ორგანიზება იმ აქციის წინააღმდეგ, რომელსაც აბორტის უფლების შეზღუდვა სურდა.

 

ფემინისტების მცირერიცხოავან ჯგუფს წევრები ნელ-ნელა მოემატა და ორგაიზებულ ჯგფად იქცა, რომელმაც უარი თქვა იერარქიაზე.

„თავიდან ეს იყო პატარა ჯგუფი, მართლაც რამდენიმე ადამიანი. შემდეგ, სხადასხვა აქტივობები რომ დაიწყეს, უფრო მეტი შემოუერთდა. ადამიანები, რომლებიც ერთგვაროვნად აზროვნებენ, მაინც იზიდავენ ერთმანეთს. ყველგან, სადაც ფემინიზმი ვითარდებოდა, ეს იყო მოძრაობისა და ინიციატივის ფორმით და არა ოციფიალურად რეგისტრირებული იერარქიის მქონე ინსტიტუტის ქვეშ, ეს არ ხდებოდა.“- ამბობს ბაია პატარაია.

ორი წლის წინ კი აქტივისტებმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ ჯგუფი შექმნეს და ცოტა უფრო ორგანიზებულად დაიწყეს აქტიურობა. პატარაიას თქმით, ბოლო წლების განმავლობაში მათი  მცდელობა ქალთა საკითხის გარშემო აქტივისტების გაერთიანებისა პირველი იყო.

აბორტის საწინააღმდეგო აქციას რვა მარტისა და „სექსისტური სარეკლამო რგოლების“ საწინააღმდეგო აქციები მოჰყვა. დამოუკიდებელ ფემინისტთა ჯგუფი აქციების საშუალებით იმ სტერეოტიპების წინააღმდეგ იბრძვის, რომლებიც მიზოგინიისგან იკვებება და პირუკუ-მიზოგინიას აძლიერებს.

ბაიას თქმით, ქალები ყველაზე მეტად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი კაცების მხრიდან, ქალები არ მიდიან პოლიციაში და მოძალადე დაუსჯელი რჩება. ქალებზე ძალადობა აქტუალური გახდა მაშინ, როცა უცხოელი ინგლისურის მასწავლებლები საქართველოში საპრეზიდენტო პროგრამის ფარგლებში ჩამოვიდნენ.

იგი ამბობს, რომ ისინი ხშირად დადიოდნენ პოლიციაში იმ კაცების საჩივლელად, რომლებიც მათზე ძალადობენ, თუმცა პოლიცია ადეკვატურად არ რეაგირებდა ამ საჩივრებზე.

ფემინისტური ჯგუფის მიზანი ქალთა პრობლემებისა და ქალების საკითხების წინ წამოწევაა იმ ფონზე, როცა ქალების ინტერესი საქართველოში არსებული ეკონომიკური, პოლიტიკური და სხვა პრობლემებით იჩრდილება.

ბაიას პატარაიას თქმით, 2-3 წლის თავზე ერთ მხარეს ქალების ჩაგვრისა და მეორე მხარეს ფემინიზმის საკითხი მედიასივრცეში, სოციალურ ქსელებსა და დისკურსში გაჩნდა.

„მანამდე საერთოდ ხსენება არ იყო ამ ყველაფრის. ამაზე საუბრობენ, კითხვებს მაინც სვამენ, რაც არის ნაბიჯი წინ გადადგმული,“- ბაია პატარაია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი