საზოგადოება

დევნილების გამოსახლება პოლიციის დახმარებით [Photo]

15 ივლისი, 2013 • 1973
დევნილების გამოსახლება პოლიციის დახმარებით [Photo]

დევნილებმა საკუთარი ნივთების გამოტანა შენობიდან დღეს დაიწყეს.

 

ასმათ გაბარაშვილმა, რომელიც ერთ-ერთი მათგანია, “ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ყოფილი სკოლის შენობაში არანაირი საცხოვრებელი პირობები არ იყო:

 

“ოთახები ნაგვით იყო სავსე, წყალიც კი არ მოდიოდა ონკანში, ჩვენ შემოვიყვანეთ. ახლა წასასვლელი არსად გვაქვს,”- ამბობს გაბარაშვილი.

 

პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც დევნილების ნივთებს სატვირთო მანქანებში ალაგებდნენ, არ ამბობენ, სად უნდა წაიღონ ნივთები.

 

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსის, ეკა გულუას თქმით, აღნიშნული შენობა ეკონომიკის სამინისტრომ დევნილთა სამინისტროს გადასცა. მისი თქმით, აღნიშნული შენობის რეაბილიტაცია უკვე ხვალ იწყება, შესაბამისად, 14-ვე ოჯახთან, მისი თქმით, დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა მოლაპარაკება შენობის დაცლასთან დაკავშირებით. შენობის რეაბილიტაციის შემდეგ კი, გულუას თქმით, იქ ისევ დევნილებს შეასახლებენ, თუმცა, 14 დევნილი ოჯახიდან, ვინც თბილისში არიან რეგისტრირებული, მხოლოდ ისინი მიიღებენ დედაქალაქში ალტერნატიულ საცხოვრებელ ფართს.

 

ფოტო: გიორგი გოდაბრელიძე
ფოტო: გიორგი გოდაბრელიძე

 

 

ფოტო: გიორგი გოდაბრელიძე
ფოტო: გიორგი გოდაბრელიძე

 

ფოტო: გიორგი გოდაბრელიძე
ფოტო: გიორგი გოდაბრელიძე

 

ფოტო: გიორგი გოდაბრელიძე
ფოტო: გიორგი გოდაბრელიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი